ႻႨႤႡႠ:
geo  eng
     
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ႩႭႫႨႲႤႲႤႡႨ » ႱႠႮႰႭႺႤႣႳႰႭ ႱႠႩႨႧႾႧႠ ႣႠ ႼႤႱႤႡႨႱ ႩႭႫႨႲႤႲႨ » ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ »

  2008-03-19 14:00  
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა Print Version

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის უფლების განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფის (თამარ აბრამიშვილი, მაია კუპრავა, ნინო ჯავახიშვილი და სხვ.) მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განცხადება განიხილეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში  გატარება. ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ დაცული იყო მისი წარდგენის პროცედურა. საინიციატივო ჯგუფს  წარმოდგენილი ჰქონდა შემდეგი კანონპროექტები: საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის თაობაზე და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე. საინიციატივო ჯგუფს  სარეგისტრაციო მოწმობა და მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის ნიმუში გადაეცა.



ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (NCTeam)