კომიტეტის ანგარიში | Print |
Monday, 09 September 2013 13:23

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში 2012-2013 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ

 

ანგარიშის სტრუქტურა: 

I.კანონშემოქმედებითი საქმიანობა
1. კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივები;
2.საკანონმდებლო ექსპერტიზა, ჰარმონიზაციის პროცესი და საკომიტეტო მოსმენები.

II. საზედამხედველო საქმიანობა

III. საერთაშორისო ურთიერთობები, ევროკავშირის სტრუქტურებთან ურთიერთობა, საპარლამენტო დიპლომატია

IV. ანალიტიკური საქმიანობა

V. საზოგადოებასთან ურთიერთობა
1. ურთიერთგაგების მემორანდუმები
2. კომიტეტის პროექტები
3.სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა
4.მოქალაქეთა განცხადებები
5.კომიტეტის ვებ-გვერდი და საინფორმაციო პოლიტიკა.


I. კანონშემოქმედებითი საქმიანობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონდებლობასთან ჰარმონიზაცია და დაახლოება. ამ მიმართულებით მუშაობისას კომიტეტი ხელმძღვანელობს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის „თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმებით, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში და ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტებით.

 

1.კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივები

• კომიტეტმა მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა: საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. ინიციატივის მიზანი იყო საქართველოს შრომის კოდექსში ტერმინის “სოციალური პარტნიორობა” და მისი პრინციპების განსაზღვრა, სოციალურ პარტნიორებს შორის დიალოგის ფორმატისა და ტრიპატრიზმის პრინციპის განვითარება. მიღებულ იქნა 2012 წლის 28 დეკემბერს.
• კომიტეტმა მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა: „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიღების მიზეზი იყო, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთი ძირითადი მიმართულებების პოპულარიზაციის აუცილებლობა, როგორიცაა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. მიღებულ იქნა 2012 წლის 28 დეკემბერს.
• კომიტეტის მიერ ინიცირებული იქნა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის მიზანია განსაზღვროს სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები, რაც ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტალურ პრინციპს, არასრულწლოვანთა ჰარმონიულ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ განვითარებას მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გზით. პროექტი საჭიროებს დამუშავებას და იმყოფება განიხლვის პროცესში.
• კომიტეტმა შექმა სამუშაო ჯგუფი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის შემუშავების მიზნით, სადაც ჩართულები არიან როგორც საკანონდმებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში კომპეტენტური არასამთავრობო ორგანიზაციათა და ბიზნესის წარმომადგენლები. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო 1 თებერვალს. გრძელდება დღემდე. დაგეგმილია კანონპროექტის ინიცირება 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში.
• კომიტეტმა დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“. (აღნიშნულ საკითხზე კომიტეტი მუშაობდა 2006 წელს. განახლდა 2013 წლის მარტის თვეში). კანონპროექტზე მუშაობის მიზნით კომიტეტმა მოიწვია სპეციალისტებად აკადემიური პერსონალი. შემუშავებულია კანონპროექტის მატერიალური ნაწილი. სექტემბრიდან დამუშავდება კანონპროექტის პროცესუალური ნორმები.
• კომიტეტმა შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივის ტექსტი, რომელიც შეეხება განათლების სფეროში საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე სწავლების ინტეგრირებას საჯარო სკოლებში. აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტმა აწარმოა მოლაპარაკებები და კონსულტაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. ინიციატივის ტექსტის ინიცირება მოხდება 2013 წლის სექტემბერში.
• კომიტეტი მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ეხება ე.წ. „ატსტუპნიკების“ თემას. ამ მიზნით კომიტეტი სამუშაო რეჟიმში შეხვდა მოსამართლეებს, ადვოკატებს, მოქალაქეებს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ერთობლივი კონსულტაციის რეჟიმში შეიმუშაოს ეფექტური მექანიზმები საკითხის რეგულირებისთვის და სათანადო საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებისთვის.

 

2.საკანონმდებლო ექსპერტიზა, ჰარმონიზაციის პროცესი და საკომიტეტო მოსმენები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კანონშემოქმედებით პროცესში ხელმძღვანელობდა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისა და დაახლოების მეთოდიკით. გამომდინარე აქედან, კომიტეტში შემოსული კანონპროექტების ექსპერტიზა ძირითადად ხორციელდებოდა შედარებითი მიმოხილვის ან ანალიზის ფორმით.
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში გამართა 24 კომიტეტის სხდომა. გაიცა 51 სამართლებრივი დასკვნა. აქედან, 16 ეხებოდა ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, 19 - საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, 16 ელჩობის კანდიდატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატურების დანიშვნისთვის თანხმობის მიცემას.

 

კომიტეტის სხდომებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
ა) საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

ბ) კანონპროექტები
1. კანონპროექტი საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ.
2. კანონპროექტი საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.
3. კანონპროექტი „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.“
4. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
5. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ,,საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
6. კანონპროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.
7. კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
8. კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და კანონპროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
9. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ბარამიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი „საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“.
10. საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
11. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონდმებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.“
12. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონდმებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
13. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“.
14. საქართველოს პარლამენტის წვერების ი. ჩიქოვანისა და გ. ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
15. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
16. საქართველოს პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

გ) სარატიფიციკაციო დოკუმენტები
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 29 სექტემბრის ხელმოწერილი „ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის“) ცვლილება ნომერი ორი“.
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების (ენერგეტიკის ინფრასთრუქტურის განვითარებისთვის) ცვლილება ნომერი სამი“.
3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის N 66-2 რეზოლუციით დამტკიცებული „აღმასრულებელი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილება“ (07-1/11, 14.12.12).
4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ 07-1/17, 10.01.2013).
5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ (07-1/18, 10.01.2013).
6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ (07-1/10, 11.12.2012);
7. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ (07-1/12, 21.12.12).
8. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ (07-1/9, 11.12.12).
9. საქართველოს პრეზიდნეტის მიერ რიტიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2013 წლის 30 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფიორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმი.
10. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.
11. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ.“
12. საქართველოს პრეზიდენტის რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 1960 წლის 13 დეკემბრის „ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენცია „საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე“ (შესწორებული 1970 წლის 6 ივლისის დამატებითი ოქმით), 1978 წლის 21 ნოემბრის ოქმით და 1981 წლის 12 თებერვლის ცვლილებების ოქმით),1981 წლის 12 თებერვლის მრავალმხრივი შეთანხმება“მარშრუტზე მოძრაობის საფასურის შესახებ“, „1960 წლის 13 დეკემბრის „ევროკონტროლის“საჰაერო ნავიგაციის უსფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო კონვენციის შესაბამისობაში მოსაყვანად შეტანილი ცვლილებების ოქმი“(1997 წლის 27 ივნისი)და 1960 წლის 13 დეკემბერს გაფორმებულ სხვადასვაგვარად შესწორებულ და 1997 წლის 27 ივნისის ოქმით კონსოლიდირებულ საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე “ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენციაში ევროგაერთიანების შესვლის ოქმი.“
13. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.“
14. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2013 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.“
15. საქარველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ “საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და მისი სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე.
16. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის დამატებითი ოქმი (ზედამხედველობით ორგანოებთან და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებით);
17. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ და კონვენციის ფაკულტატური ოქმი.
18. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში მეკავშირე ძალების უმაღლეს შტაბიბინას შორის ავღანეთში NATO -ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ“ ტექნიკური შეთანხმება.
19. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის“ დამატებითი ოქმი.

დ) ელჩებისა და წარმომადგენლების დანიშვნისათვის თანხმობის მიცემა
1. უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა კანდელაკის კანდიდატურა;
2. ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ ჯანჯალიას კანდიდატურა;
3. აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ გეგეშიძის კანდიდატურა;
4. ჩეხეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაალ გოგსაძის კანდიდატურა;
5. უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხეილ უკლებას კანდიდატურა;
6. იტალიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კარლო სიხარულიძის კანდიდატურა
7. საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ეკა სირაძე-დელონე კანდიდატურა.
8. ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ნატალია საბანაძის კანდიდატურა;
9. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა.
10. ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ხათუნა სალუქვაძის დანიშვნის შესახებ.
11. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი კოპლატაძის დანიშვნის შესახებ.
12. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კონსტანტინე კორკელიას დანიშვნის შესახებ.
13. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძის დანიშვნის შესახებ.
14. ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ პატარიძის დანიშვნის შესახებ.
15. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კახა იმნაძის კანდიდატურისათვის თანხმობის მიცემის საკითხი;
16. ნატო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ლევან დოლიძის კანდიდატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხი;


II. საზედამხედველო საქმიანობა

კომიტეტი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით მჭიდროდ თანამშრობლობს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასასხვა უწყებებთან საქმიანობის გაზიარებისა და ევროკავშირი-საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობების ხელშეწყობისთვის.

ა) საკომიტეტო მოსმენები
კომიტეტმა განიხილა და მოისმინა შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს ევროინტეგრაციის კომუნიკაციის და ინფორმაციის სტრატეგია 2013-2016 წლებისთვის.
2. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინფორმაცია.
3. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკანიანის ანგარიში ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

ბ) სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა
საკანონმდებლო საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით წინასწარ საკონსულტაციო რეჟიმში თანამშრომლობდა სამთავრობო უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებთან. კომიტეტი წარმოდგენილი იყო:
1. მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფში; რომელმაც შეიმუშავა მიგრაციის სტრატეგიის პროექტი და მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედგო გეგმის პროექტი;
2. სურსათის კოდექსის ახალ პროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში;
კომიტეტი ჩართულია:
3. ვიზის ლიბერალიზაციის სამუშაო ჯგუფში (ყოველ პარასკევს კომიტეტის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროში ესწრება სამუშაო ჯგუფის შეხვედრას);
4. „რეგიონულ და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ თაობაზე საქართველოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი უწყებათასორისი კომისიაში.

გ) მთავრობის ანგარიშების ჩამოყალიბებაში ჩართულობა
1. კომიტეტმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს წარუდგინა შენიშვნები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2012 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც ხაზგასმული იყო ევროპასთან ინტეგრაციისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში პარლამენტის როლი. კომიტეტის წინადადებები აისახა საბოლოო ანგარიშში.
2. კომიტეტმა განიხილა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და მოამზადა ჩანართი პარლამენტში ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ. გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს.

დ) წინასწარი საკონსულტაციო რეჟიმი საკანონმდებლო საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით

კომიტეტი თანამშრომლობს აღმასრულებელ უწყებებთან და წინასწარ საკონსლუტაციო რეჟიმში ჩართულია კანონპროექტების ტექსტების განხილვის რეჟიმში საქართველოს პარლამენტში ინიცირებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი ჩართული იყო:
1. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობაში იუსტიციის სამინისტროსთან.
2. „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვაში იუსტიციის სამინისტროში.
3. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაში იუსტიციის სამინისტროში.

კომიტეტის სახელით წერილები გაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა საპატრულო დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საკომიტეტო მოსმენის მიზნით თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისა და რეალიზაციის წესების შესრულებათან დაკავშირებული არსებული მდგომარეობის შესახებ. ახლო მომავალში იგეგმება საკომიტეტო მოსმენა.
ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და გაზიარების მიზნით კომიტეტი ყოველთვიურად სათანადო აღმასრულებელ უწყებებში აგზავნის ყოველთვიური საქმიანობის ანგარიშს და ყოველთვიურ სამოქმედო გეგმას.

III. საერთაშორისო ურთიერთობები, ევროკავშირის სტრუქტურებთან ურთიერთობა, საპარლამენტო დიპლომატია

საანგარიშო პერიოდში კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობას წარმოადგენდა საპარლამენტო დიპლომატიის განვითარება, საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, საპარლამენტო კავშირების განვითარების ხელშეწყობა, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების ფორმატში აქტიური მონაწილეობა, ევროკავშირის სტრუქტურებთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კოოპერაციის გაღრმავება, საერთაშორისო და რეგიონალურ პოლიტიკურ დოკუმენტაციაზე მუშაობა, ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში საპარლამენტო განზომილების - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) ფარგლებში ნაყოფიერ საქმიანობას და საქართველოს ინტერესების ამსახველი დოკუმენტების მიღებისთვის მუშაობას.
ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად კომიტეტის თავმჯდომარე როგორც პიროვნულ რანგში, ასევე, საპარლამენტო დელეგაციების ფორმატში მონაწილეობდა შემდეგ ღონისძიებებში:
• 2012 წლის 9-12 ნოემბერს პრაღაში ბ-ნი ვ. დოლიძე საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (NATO) საპარლამენტო ასამბლეის სხომაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო შესაბამისი რეზოლუციის განხილვაში.
• 2012 წლის 17 ნოემბერს ბ-ნი ვ. დოლიძე იმყოფებოდა მოლდოვაში, ქ. კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, სადაც განხილული იქნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობისა და სამომავლო ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები.
• 2012 წლის 25 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის პირად წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ანტი ტურუნენთან, რომელიც ამავდროულად ჟენევის მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეა გაეროს მხრიდან. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს, კონფლიქტების დარეგულირების შესაძლებლობებს, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლს ამ პროცესში. ასევე აფხაზეთისა და ოსეთის დეფაქტო მთავრობებთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებას.
• 2012 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა დისკუსია საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ. ერთობლივ ღონისძიებაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა შედგა, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრებმა თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების და პარტნიორობის პოლიტიკის საკითხებზე.
• 2012 წლის 7 დეკემბერს, გაიმართა შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელთან ლუი ნავაროსთან. ორმხრივი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის ატარებდა გაცნობით ხასიათს და მხარეებმა ისაუბრეს კომიტეტისა და NDI-ს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
• 2012 წლის 23 დეკემბერს კომიტეტის თავმჯდომარე ვ. დოლიძე დაესწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საერთო კრებას. კრებაზე ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე, სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
• 2013 წლის 10 თებერვალს გაიმართა შეხვედრა ლატვიის სეიმის დელეგაციასთან. ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოიარს ერიკს კალნინსმა დაადასტურა ლატვიის საქართველოსადმი უცვლელი მხარდაჭერის პოზიცია. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საუბარი შეეხო დეოკუპაციის საკითხებს.
• 2013 წლის 12 თებერვალს გაიმართა შეხვედრა ავსტრიის გრაცის უნივერსიტეტის რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის სწავლების ცენტრის პროფესორებთან. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესებსა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, რაც უკავშირდება ავსტრიასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობას, როგორც სამთავრობო, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე. მხარეებმა ასევე განიხილეს გრაცის უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებს უკავშირდება.
• 2013 წლის 13-15 თებერვალს თბილისმა პირველად უმასპინძლა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ამავე დროს არის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ზემოაღნიშნული კომიტეტის თანათავმჯდომარე. ამავე კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლებად მოწვეულები იყვნენ წარმომადგენლები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და ასევე სახალხო დამცველი. პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტმა განიხილა მოხსენების პროექტი, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკური, უსაფრთხოებასა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოების მიღწევისათვის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში.
• 2013 წლის 21-22 თებერვალს ვიქტორ დოლიძე როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი იმყოფებოდა აღნიშნული ასამბლეის ზამთრის სესიაზე, სადაც განხილული იქნა მედიის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების საკითხები. საქართველოს დელეგაცია ასევე შეხვდა ირლანდიის, ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ელჩს იენ ო’ლირის, ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ბიუროს ხელმძღვანელს იანეც ლენარიჩიჩს და კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორს ადამ კობიერაცკის. აღნიშნულ შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოსათვის პრიორიტეტული საშიანო და საგარეო პოლიტიკის საკითხები.
• 2013 წლის 25-26 თებერვალს კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის დელეგაციის წევრი, იმყოფებოდა აღნიშნული კომიტეტის მე-14 სხდომაზე. სხდომის მიმდინარეობისას განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის მიმდინარე აქტუალური საკითხები - ასოცირებულ შეთანხმებასთან, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და პერსპექტივები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ქვეყნის დეოკუპაციასა და დევნილებთან და დროებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხები.
• 2013 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ვ. დოლიძე საქართველოს პარლამენტში ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს ანდრეს ჰერკელს, ესტერ ტუისკოს და ტიტ ტამსარის შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესებსა და სამომავლო გეგმებს.
• 2013 წლის 13 მაისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ფილიპ დიმიტროვთან. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ფილიპ დიმიტროვმა ასევე უპასუხა პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.
• 2013 წლის 14-16 მაისს ვ.დოლიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. 15 მაისს ის დაესწრო ევროპის პოლიტიკის ცენტრისა და საერთაშორისო გამჭვირვალეობის ევროკავშირთან თანამშრომლობის ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, სადაც იმსჯელეს თემაზე: „პოლიტიკური რეფორმები საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები გარდამავალ პერიოდში“. მომხსენებლებს შორის ასევე იყვნენ: რეინოლდ ბრენდერი(ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური) ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი) გიორგი კანდელაკი (საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) ნინო ლომჯარია (საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვის, გრაჰამ ვოთსონი, ევროპარლამენტის წევრი.
• 2013 წლის 14 მაისს ამავე ვიზიტის ფარგლებში ვ.დოლიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან: ნორიკა ნიკოლაი (ალდე) ლიბორ როუჩეკი (სოციალ-დემოკრატები) იოან მირჩეა პასკუ, (სოციალ დემოკრატები). შეხვედრებზე განიხილეს საქართველოშ არსებული პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობა.
• 2013 წლის 17 მაისს კომიტეტის თავმჯდომარე შვედეთის სამეფოში, ქალაქ სტოკჰოლმში პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით გენდერული თანასწორობის შესახებ ოფიციალურ შეხვდრებს დაესწრო. შვედეთის განათლების სამინისტროში შეხვედრა გამართა გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსთან, ანიკა მანსნერუსთან. საუბარი შეეხო შვედეთის განათლების სამინისტროს გამოცდილებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შრომით ბაზარზე გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციის კუთხით, ასევე საკანონმდებლო რეფორმებს რომელიც შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ მოხდეს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საზოგადოებასა და სამთავრობო უწყებებში. შვედეთში ყოფნისას, ვიქტორ დოლიძე ასევე შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და საარჩევნო ხელშეწყობის ინსტიტუტის" (IDEA) წარმომადგენლებს. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების გაძლიერებასა და მათი დემოკრატიულობის ხარიხის ამაღლების ხელშეწყობას. ქალაქ სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
• 2013 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ტომას ჰამერბერგს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების პროგრესი და საპარალამენტო დიპლომატიის სხვადასხვა მექაზნიზმი. საუბარი ასევე შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროგესს. ბატონმა ჰამერბერგმა პოზიტიურად აღნიშნა პარლამენტის მზარდი როლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მან ასევე დასძინა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე სპეციალური ანგარიში უახლოეს მომავალში მომზადდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების ადგილობრივი კოორდინატორი ევა პასტრანა.
• 2013 წლის 24 მაისს კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად შეხვდა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თვითმმართველობისა და სახელმწიფო მართვის კომიტეტის დელეგაციას. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ის სამომავლო რეფორმები რომლის განხორციელებასაც ახალი ხელისუფლება აპირებს.
• 2013 წლის 26-29 მაისს ვ.დოლიძე როგორც ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დელეგაციის დანარჩენ წევრებთან ერთად ესწრებოდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბელის სხდომას. საქართველოს დელეგაციამ ოთხივე კომიტეტის სხდომაზე, ბიუროზე და სესიაზე ყველა საკითხი წარმატებით გაიტანა. საქართველოს დელეგაციის ძალისხმევით არ გავიდა სპეციალური და საგანგებო ჩანაწერი პოლიტიკური კომიტეტის რეზოლუციაში მერაბიშვილთან დაკავშირებით. ასევე, ჩავარდა ევროპის სახალხო პარტიის საგანგებო რეზოლუცია. საბოლოო რეზოლუციაში საქართველოს მხრიდან გაკეთდა ჩანაწერები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემა რუსეთის ფედერაციის მხრიდან;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გასვლა;
- ევროპარლამენტის რეზოლუციები, სადაც წარმოდგნელია საქართველოს პროგრესი და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების დადების პერსპექტივები;
- ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლზე აქცენტირება, სადაც გათვალისწინებულია ევროკავშირის მხრიდან ინდივიდუალური მიდგომების განვითარება, ქვეყნის ნებისა და სპეციფიკურობების გათვალისწინება.
- ენერგეტიკის პოლიტიკის პრიორიტეტულობა რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში.
- ტერმინები, რომლებიც კარგად გამოხატავს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებს, ასევე, სამართლებრივ თავსებადობას სხვა საერთაშორისო დოკუმენტაციასა და შიდა კანონმდებლობასთან.
• 3-4 ივნისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისია. შედგა დ. უსუფაშვილის, ვ. დოლიძისა და თ. ჯაფარიძის შეხვედრა AFET-ის დელეგაციასთან ქ. თბილისში.
• 5 ივნისს, ქ. გორში ვ. დოლიძე შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის კომიტეტის საპარლამენტო დელეგაციას.
• 8 ივნისს ვ. დოლიძე და თ. ჯაფარიძე შეხვდნენ ლატვიის საპარლამენტო დელეგაციას. ლატვიის სეიმის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის დელეგაციის წევრების შეკითხვები ძირითადად შეეხო ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უმცირესობისა და უმრავლესობის თანამშრომლობას. მხარეებმა განიხილეს ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხები და ამ მხრივ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.
• 15 ივნისს ქ. თბილისში ვ. დოლიძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში: „უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“.
• 15 ივნისს ვ.დოლიძე შეხვდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მედია მონიტორინგზე (ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის გაცნობის მიზნით, რომელიც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ევროინტეგრაციული პროცესების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით საინფორმაციო პოლიტიკას).
• 17-18 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ვიქტორ დოლიძე და თედო ჯაფარიძე ვიზიტით იმყოფებოდნენ ბრიუსელში. ვიზიტის ფარგლებში შედგა ბ–ნი დავით უსუფაშვილის გამოსვლა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, აგრეთვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან ბ–ნ მარტინ შულცთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბ–ნ ელმარ ბროკთან, ევროპარლამენტის სოციალ–დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ბ–ნ ჰანეს სვობოდასთან, ევროპარლამენტის ლიბერალ–დემოკრატთა ალიანსის თავმჯდომარესთან ბ–ნ გი ვერჰოვშტადტთან და ამავე პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან ბ–ნ ალექსანდერ გრაფ ლამბსდორფთან. ვიზიტის ფარგლებში საელჩოს მიერ ორგანიზებულ იქნა სამუშაო ვახშამი, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპარლამენტის წევრები, ევროკომისიისა და ევროკავშირში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ იქნა აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან ბ–ნ შტეფან ფულესთან, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან – გუნტერ ოტინგერთან, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან ბ–ნ კარლ დე გუხტთან.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს განსაკუთრებული კრიტიკული ტონით გამოირჩეოდა ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ–ვოლსკი, რომელიც ამჟამად არის მომხსენებელი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხზე. აქედან გამომდინარე, ორგანიზებულ იქნა მასთან საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ბ–ნი თ. ჯაფარიძისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ბ–ნი ვ. დოლიძის შეხვედრა.
• 2013 წლის 19-22 ივნისს გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის სპიკერთან ჯონ ბერკოუსთან, თემთა პალატის ლიდერის მოდგილესთან ტომ ბრეიკთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ოტავეისთან, უსაფრთხოების და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სერ მალკოლმ რიფკინდთან, ევროპის საბჭოში გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელთან რობერტ უოლტერთან, ნატოში საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჰიუ ბეილისთან და საქართველოს საკითხებზე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან მარკ რეკლესთან და ჯგუფის წევრებთან. ბრიტანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და საგარეო პრიორიტეტებზე და ეთხოვა მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ასევე, შედგა შეხვედრა ვესტმინსტერის ფონდის დემოკრატიისათვის აღმასრულებელ დირექტორთან ლინდა დაფილდთან და ვესტმინსტერის კონსორციუმის პროგრამის დირექტორთან ჯორჯ კუნათთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სადილი ლორდ უოლასთან და საგარეო უწყების წარმომადგენლებთან, რომლის ფრაგლებშიც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. საპარლამენტო დელეგაციამ გამართა შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან თურქეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიის და სამხრეთ ევროპის საკითხებში ოლივიე დეკამპთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები და პერსპექტივები.
პარლამენტის თავმჯდომარე 20 ივნისს სიტყვით გამოვიდა სამეცნიერო-ანალიტიკურ ცენტრში Chatham House, სადაც ისაუბრა თემაზე "საქართველოს ახალი მთავრობა: გავლილი გზა და გამოწვევები" და უპასუხა დამსწრე ექსპერტთა კითხვებს. დ. უსუფაშვილმა მთავარი სტუმრის სტატუსით ასევე მონაწილეობა მიიღო პემბროუკ კოლეჯში (კემბრიჯი) გამართულ კონფერენციაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს მიეძღვნა. აღნიშნულ ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯუდით გოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში სერ თონი ბრენტონი და სხვები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელე და რადიო ინტერვიუ მისცა BBC World News-ს და BBC World Service-ს, ასევე წამყვან ბრიტანულ გამოცემებს Independent-ს და Daily Telegraph-ს.
• 25 ივნისს ვ. დოლიძე იმყოფებოდა ვიზიტით პოლონეთში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პოლონეთის პარლამენტის ვიცე სპიკერ ცეზარი გრაბარჩიკთან და პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პრეზიდიუმის წევრ მალგოჟატა გოშევსკა და მიხალ შჩერბასთან. საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-პოლონეთს შორის ორმხრივი აქტიური ურთიერთობების მნიშვნელობას. პოლონელი დეპუტატების შეკითხვები შეეხო საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს. პოლონელმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისა და ხელმოწერის მხარდაჭერა და ერთხმად აღნიშნეს, რომ პოლონეთისთვის მნიშვნელოვანია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატება. ვიქტორ დოლიძის ორმხრივ შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი. ვარშავაში ვიზიტისას ვიქტორ დოლიძემ ინტერვიუები მისცა პოლონეთის ყოველდღიური გაზეთის "Gazeta Wyborcza"-ის ჟურნალისტს და საინფორმაციო სააგენტო "PAP"-ის ჟურნალისტს.
• შედგა ნატო-ს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში. 27 ივნისს ქ. თბილისში ვ. დოლიძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში.
• 29 ივნისს - 3 ივლისს, ქ. სტამბულში გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე ყოველწლიური სხომა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მუდმივმოქმედმა დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი; ვიქტორ დოლიძე - დელეგაციის მოქმედი ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; გიორგი წერეთელი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი; ზურაბ აბაშიძე - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი; აკაკი მინაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი.
29 ივნისს ვ. დოლიძემ გ. წერეთელთან და ა. მინაშვილთან ერთად გამართა ორმხრივი შეხვედრები ეუთოს გენერალურ მდივან ბატონ ლამბერტო ზანიერისთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს (ODIHR)-ის დირექტორ ბატონ იანეშ ლენარჩიჩთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო დეკლარაციაში შევიდა ვ. დოლიძის შემდეგი ცვლილებები:
- ხაზი გაესვა ეუთოს, ევროსაბჭოსა და გაეროს დოკუმენტების იმპლემენტაციის სისუსტეს;
- გამოიკვეთა ეუთოს ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტების რეფორმის მთავარი მიზანი - ეუთოს ყველა დოკუმენტის იმპლემენტაცია;
- ჩაიწერა მოწოდება, რომ წევრმა ქვეყნებმა განახორციელონ ეუთოს ვალდებულებების შესრულება;
- განსაკუთრებულ მოთხოვნად დაემატა კონფლიქტების მოგვარების ვალდებულების შესრულების მონიტორინგი, ასევე, - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მონიტორინგი;
- გაჩნდა მოწოდება ყველა წევრი ქვეყნის მიმართ, რომ უზრუნველყონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესის დაწყება და დევნილთა უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში;
- ჩაიწერა ახალი პარაგრაფი, რომლის მიხედვითაც რეზოლუციის ტექსტში სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების მხარდაჭერა აისახა.
- დაემატა ახალი პარაგრაფი, რომლითაც რეზოლუცია მიესალმება საქართველოში განხორციელებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს და სასამართლო რეფორმას, რომელიც დააბალანსებს აღმასრულებელ და სასამართლო შტოს და გააძლიერებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.
- დაემატა პარაგრაფი, რომლითაც გაჩნდა მოწოდება, რომ შეიქმნას სათანადო მექანიზმები ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრისთვის, რომლებიც დაფიქსირებულია ეუთოს, ევროსაბჭოსა და გაეროს დოკუმენტებში და ODHIR-ის შეფასებებში, ასევე გაჩნდა მოწოდება იმისა, რომ შეიქმნას უკეთესი ინსტრუმენტები დევნილთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვისთვის და შესრულდეს ამ მიმართულებით ყველა ეუთოს დოკუმენტი.
- ხაზი გაესვა მონაწილე ქვეყნებში გენდერული პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობას და საკანონმდებლო და საიმპლემენტაციო ზომების მიღებას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიღწევისთვის.
- პარაგრაფში სადაც მოწოდება იყო მონიტორინგის მისიების თავიდან დაფუძნებასთან დაკავშირებით დაემატა აბზაცი, სადაც აღნიშნულია რომ მისიები უნდა ხელმძღვანელობდნენ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით.
• 5 ივლისს, ბ-ნი ვ. დოლიძე იმყოფებოდა ოფიციალური ვიზით ქ. კიევში, სადაც უკრაინის პარლამენტში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში შრომითი მიგრაცია - ევროპული ინტეგრაციის სოციალური განზომილება“. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ უკრაინის ოფიციალური პირები, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ეროვნული საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები. კონფერენციის ჩატარებას ფინანსურად უზრუნველყოფდა ფრიდრიხ ებერტის რეგიონალური ოფისი. თავმჯდომარეობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტი ბ-ნი ბორის ტარასიუკი.
ბ-მა ვ. დოლიძემ აღნიშნა, რომ შრომითი მიგრაციის სფეროს რეგულირების თვალსაზრისით საქართველო ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, რამეთუ არ არსებობს სპეციალური კანონი და ის, სამწუხაროდ, ჩამორჩება სხვა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს. განსაკუთრებით აღნიშნა მოლდოვასა და სომხეთის დაწინაურება ამ მიმართულებით. აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის მარტში მიღებულ იქნა მიგრაციის სტრატეგია, რაც მიზნად ისახავს მიგრაციის პოლიტიკის მართვასა და რეგულირებას საქართველოში, მათ შორის ეხება შრომითი მიგრაციის საკითხებსაც. ბ-მა ვ. დოლიძემ განაცხადა, რომ მას არ უყვარს ტერმინი „საშინაო დავალება“, როდესაც საუბარია ასოცირების შესახებ და ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე ევროკავშირის წინაშე. ეს ვალდებულებები არის ქვეყნის შიგნით ხალხისა და საზოგადოების წინაშე შესასრულებელი ვალდებულებები, რისი შესრულება და აღსრულება არის თავისთავადი პროცესი ევროკავშირთან დაახლოების მიზნით.
• 5 ივლისს, ქ კიევში, გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ კომპონენტის წარმომადგენელთა შეკრება (ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან). საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებმა დახურულ რეჟიმში ითათბირეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მმართველ ორგანოებში როტაციის პრინციპებსა და 2013-2014 წლების სამომავლო გეგმებზე.
• 11-12 ივლისს, ქ. ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, სადაც ბ-ნმა ვ. დოლიძემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო, ასევე, საპარლამენტო დიპლომატიის დონეზე ევროინტეგრაციული პროცესების განვითარების შესახებ და სამომავლო პერსპექტივებზე.
• 12 ივლისს, ქ. ბათუმში, ბ-ნი ვ. დოლიძის ინიციატივით შედგა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბ-ნ ბ.ივანიშვილსა და ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს იაცეკ პროტასევიჩს შორის.
• 12 ივლისს ქ. ბათუმში, შედგა პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნი დ.უსუფაშვილისა და ვ.დოლიძის შეხვედრა ევროპარლამენტართან ჰანს ვან ბალენთან (ალდეს ჯგუფის წევრი). საუბრისას შეეხნენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ასოცირების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების მნიშვნელობას საქართველოსთვის და ამ მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ საქმიანობასა და პროგრესს.
• 12-14 ივლისს ბ-ნი ვ, დოლიძე ესწრებოდა NDI ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები, რომელთა წინაშე საქართველოს პარლამენტის წევრები წარდგნენ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით. ბ-მა ვ.დოლიძემ ისაუბრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2012 წლის ოქტომბერი-2013 წლის ივნისის პერიოდში ჩატარებულ საქმიანობაზე.
• ბ-ნი ვ. დოლიძე 16 ივლისს ქ.თბილისში დაესწრო OSCE/ODIHღ-ისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ სემინარს „საზოგადოებრივი კონსულტაციებისა და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე ზედამხედველობის, როგორც დემოკრატიული კანონშემოქმედებისმნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ“. სემინარზე განხილულ იქნა კონცეფცია „კარგი კანონმდებლობის“ შესახებ.
• 15-18 ივლისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრები. ბ-ნი ვ. დოლიძე 17 ივლისს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნი დ. უსუფაშვილის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს.
• ივლისის თვეში საქართველოს პარლამენტში შედგა შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იონას პასლაუსკასთან, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, მომავალი ექვსი თვის პროგრამაზე.

IV. ანალიტიკური საქმიანობა

კომიტეტში დიდი ყურადღება ეთმობა ანალიტიკურ საქმიანობას, რაც ხელს უწყობს კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას. კომიტეტში მომზადდა შემდეგი ანალიტიკური დოკუმენტები, რაც დაეგზავნა საქართველოს პარლამენტის წევრებსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს:
• „ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“;
• „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA)”;
• „კონკურენციის პოლიტიკის საფუძვლები და ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლები“;
• „რა არის ევროკავშირი და როგორია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა“.
• „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაბამისი კონკურენციის პოლიტიკის დამკვიდრება“.

V. საზოგადოებასთან ურთიერთობა

კომიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს საზოგადოებასთან ურთიერთობას და ამ მიმართულებით აწარმოებს მრავალმხრივ საქმიანობას: მოქალაქეებთან შეხვედრები, მათი განცხადებების განხილვა, საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო სკოლებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობა, კომიტეტის ვერბ-გვერდის განვითარება და სხვა.

1. ურთიერთგაგების მემორანდუმები

არასამთავრობო სექტორთან და დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის კომიტეტისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, კომიტეტი ავითარებს ურთიერთგაგების მემორანდუმების დადების პრაქტიკას. კომიტეტს ამჟამად გაფორმებული აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმები
- კონრად ადენაუერის ფონდთან;
- ფრიდრიხ ებერტის ფონდთან.

2. კომიტეტის პროექტები

1. საქართველოს პარლამენტში არსებული ევროკავშირის საინფორმაციო და დოკუმენტაციის ცენტრთან ერთად და კონრად ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობით კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში გამოსცა 11 დაიჯესტი „ევროპის დროით“ (ყოველთვიური დაიჯესტი ბეჭდური ფორმით), რომელშიც გაშუქდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და ინფორმაცია ევროკავშირის თაობაზე. დაიჯესტი გავრცელდა პარლამენტში, აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. აღნიშნული პუბლიკაცია, ასევე, გავრცელდა ქუთაისის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
2. ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, კომიტეტში მომზადა 32 ყოველკვირეული ელექტრონული დაიჯესტი “ევროპის დროით“, რომელიც ასახავდა ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს. ელექტრონული დაიჯესტი ეგზავნებოდათ პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატს.
3. კონრად ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში კომიტეტმა საქართველოს რადიოს პირველ არხზე (FM102.4) მოაზადა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის 40 ყოველკვირეული რადიოგადაცემა “ევროპის დროით“ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საკითხებზე. რადიოგადაცემებში მონაწილეობდნენ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტები.
4. 2013 წლის 19 მარტს კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. საუბრის თემა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები იყო. ვიქტორ დილიძემ ისაუბრა როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის უმთავრეს გამოწვევებზე, ასევე ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე.
5. კომიტეტმა აპრილში გამართა საჯარო ლექციები ქუთაისის პირველ, მე - 17 და 21-ე სკოლებში. ლექციების მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირის, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების არსებული მდგომარეობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
6. 10-12 მაისს გაეროს განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთში გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრა ჟურნალისტებთან. ღონისძიების სამუშაო სახელია "საქართველო-ევროკავშირი, სად ვართ დღეს". საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ვიქტორ დოლიძემ, ეკა ბესელიამ, ვახტანგ ხმალაძემ, გიორგი ვოლსკიმ, ნინო გოგუაძემ და დავით ონოფრიშვილმა, ასევე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. თემებს შორის აღსანიშნავია: "ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და სასამართლო რეფორმა", "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებები", "კონფლიქტის მოგვარება და ჟენევის ფორმატი", "საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები", „ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების პოლიტიკა", " საკონსტიტუციო ცვლილებები".
ჟურნალისტების მხრიდან ინტერესი გამოიწვია საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმამ, საქართველოს საგარეო პოლიტიკამ, ურთიერობამ რუსეთთან, ევროპის კავშირთან და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივამ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ევროკავშირთან, კონკრეტულად კი ევროპის სახალხო პარტიასთან დღეს არსებულმა ურთიერთობებმა. გამომსვლელების განცხადებით დღეს კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემა აღარ არსებობს და მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ევროკავშირში წარმოდგენილ ყველა ძირითად პოლიტიკურ ჯგუფთან. როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობას და აუცილებლობას. ქობულეთში მიმდინარე შეხვედრას დაესწრო 25 მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი.
7. 2013 წლის 13 მაისს ევროპის კვირეულის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტში მოეწყო ახალგაზრდული გამოფენა თემაზე: „როგორ გვესმის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“. გამოფენაში მონაწილეობდნენ ქუთაისის ქუთაისის პირველი, მე - 17-ე და 21-ე სკოლების მოსწავლეები. გამოფენას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ესწრებოდა. პარლამენტის წევრებმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატები დაათვალიერეს. გამოფენის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები პარლამენტის თავმჯდომარის სახელით.
8. 7-8 ივლისს, ქ. თბილისში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ასოციაციის "ევროპის დროით" ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა "სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო თანამშრომლობის" (SCPC) მეორე ფაზა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო კონრად ადენაუერის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოს ოფისი. ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტების იმ საჯარო მოხელეთა დაახლოებასა და ცოდნის ამაღლებას, რომლებიც მუშაობენ ევროინტეგრაციულ, კერძოდ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საკითხებზე. სემინარის მეორე ფაზა მიეძღვნა ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და სამომავლო პერსპექტივებს. ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ბ-ნმა ვ.დოლიძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა. სემინარს ესწრებოდნენ: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების საჯარო მოხელეები, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის წარმომადგენლები, ექსპერტები.


3. სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა

• 2013 წლის 1 მარტს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ და ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 21-22 თებერვლის და ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშორმლობის კომიტეტის 25-26 თებერვლის სხდომები შეაჯამეს.
• კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო 9 მარტს თბილსის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ და ასევე 14 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, რომელიც ეხებოდა პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერებისა და გენდერული პოლიტიკის საკითხებს.
• 2013 წლის 15-17 მარტს კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ერთად ესწრებოდა ამავე მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ სემინარს „საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“ მედიის წარმომადგენლებისთვის და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ თანამშრომლებისთვის.
• კომიტეტის წარმომადგენლებმა 24-28 მარტს ბრიუსელში მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებაში, რომელიც ეხებოდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას, ორგანიზაციას, დოკუმენტბრუნვას და სხვა.
• მაისი თვეში კომიტეტის აპარატმა მონაწილეობა მიიღო ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მიერ გამართულ ღონისძიებაში, სადაც მიწვეული იყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი.
• კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს CESS – GRASS-ის სემინარში, სადაც აიმაღლეს ცოდნა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საპარლამენტო ზედამხედველობის მოდელებთან დაკავშირებით.
• UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა კომიტეტთან არსებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრების (საჯარო მოხელეების) ვიზიტი ქ. ვარშავაში პოლონური გამოცდილების გაცნობის მიზნით.
• 6 ივნისს ქ.თბილისში, კომიტეტის აპარატი მონაწილეობდა საჯარო განხილვებში თემაზე შრომის ბაზრის რეგულირების ეკონომიკური ანალიზი (USAID-ის დაფინანსებით PMC კვლევითი ცენტრის კვლევა).
• 6 ივნისს ქ.თბილისში კომიტეტის აპარატი მონაწილეობდა შეხვედრაში შრომის კოდექსის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული საგანგებო მოვლენების შესახებ ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საქართველოს პროფკავშირების ერთობლივი ღონისძიება.
• 27 აგვისტოს ვ. დოლიძემ ქ. ბათუმში საზაფხულო სკოლის - „ვიშეგრადის 4 და აღმოსავლეთ პარტნიორობა: საერთო სულისკვეთების ძიებაში და კავშირების გაღრმავებით“ - მსმენელებს სიტყვით მიმართა. საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სლოვაკეთის ევროპულ საქმეთა ცენტრის, სლოვაკეთის ატლანტიკური კომისიისა და საქართველოს პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებითა და მათ პარტნიორებთან თანამშრომლობით გაიხსნა.

4. მოქალაქეთა განცხადებები

საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში სულ შემოვიდა 427 კორესპონდენცია, აქედან 142 - მოქალაქეთა განცხადებები; გავიდა 306.

5. კომიტეტის ვებ-გვერდი და საინფორმაციო პოლიტიკა

მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ვებ-პორტალი განვითარების სამსახურის დახმარებით მოხდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ვებ-გვერდის განახლება. კერძოდ, ვებ-გვერდს დაემატა შემდეგი მიმართულებები:
1. ანალიტიკური მასალები, სადაც განთავსდა კომიტეტის აპარატის მიერ მომზადებული ანალიტიკა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ.
2.ახალი ამბები, სადაც განთავსდა და მომავალშიც განთავსდება ინფორმაციები და ანონსები კომიტეტის საქმიანობებისა და ღონისძიებების შესახებ.
3. კომტიეტის საქმიანობა, სადაც განთავსდება კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშები, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის მივლინებების ანგარიშები.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ვებ-გვერდს აქვს 17 შინაარსობრივი დანაყოფი. საანგარიშო პერიოდში ვებ გვერდი მუდმივად ახლდებოდა უახლესი ინფორმაციით.

 

 

შემსრულებელი: ეკატერინე ქარდავა