საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე სტოკჰოლმში პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით გენდერული თანასწორობის შესახებ ოფიციალურ შეხვედრებს დაესწრო | ბეჭდვა |
პარასკევი, 17 მაისი 2013 20:16

17 მაისს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე შვედეთის სამეფოში, ქალაქ სტოკჰოლმში  პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით გენდერული თანასწორობის შესახებ ოფიციალურ შეხვედრებს დაესწრო. შვედეთის განათლების სამინისტროში   გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსს, ანიკა მანსნერუს შეხვდა.
საუბარი შეეხო შვედეთისა და კონკრეტულად ქვეყნის განათლების სამინისტროს გამოცდილებას  საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შრომით ბაზარზე გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციის კუთხით,   თუ რა უნდა  რეგულირდებოდეს კანონითა და საკანონმდებლო აქტით,   ან რა არაპირდაპირი საკანონმდებლო რეფორმები შეიძლება გატარდეს, იმისთვის, რომ მოხდეს გენდერული თანასწორობის  ხელშეწყობა საზოგადოებასა და სამთავრობო უწყებებში.
შვედეთში ყოფნისას, ვიქტორ დოლიძე ასევე  საერთაშორისო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და საარჩევნო ხელშეწყობის ინსტიტუტის" (IDEA) წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების გაძლიერებასა და მათი  დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას.  ქალაქ სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 20 მაისი 2013 14:30