|
გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოსა და გენდერული თანასწორობის ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 03 ივლისი 2013 19:11 |
|

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, გაფორმდა დღეს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოსა და გენდერული თანასწორობის ქსელს შორის. მემორანდუმი ხელმომწერი მხარეების თანამშრომლობის იმ ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს განსაზღვრავს, რომლებიც ქალთა პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობასთანაა დაკავშირებული. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ და გენდერული თანასწორობის ქსელის თავმჯდომარემ მანანა მებუკემ მოაწერა.
ოფიციალურ შეხვედრაზე მისასალმბელი სიტყვით საქართველოს პარალამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე წარსდგა, სადაც მხარეებმა გენდერული თანასწორობის სამომავლო პოლიტიკის გატარებასა და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების ხელშეწყობის გზებზე იმსჯელეს.
"ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. პოლიტიკაში ქალთა აქტიურობის გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თანამშრომლობა. 2014 წელს არის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები და ჩვენი ამოცანაა უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში. გენდერული თანასწორობის ქსელში ნამდვილად არის ის რესურსი და ძალა, რომელთაც შესწევთ უნარი, რომ ქალები გაააქტიურონ “, - აღნიშნა შეხვედრისას მანანა კობახიძემ. შეხვედარას საქართველოს პარლამენტის წევრები, გენდერული თანასწორობის ქსელის რეგიონული კოორდინატორები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მხარდამჭერი ქალთა კავშირი, გენდერული თანასწორობის ქსელი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოა (USAID). |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 05 ივლისი 2013 10:51 |