|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა |
| Print | |
|
Tuesday, 30 July 2013 14:55 |
|
 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა. რომლის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს. კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლების გაზრდის, სააგენტოს იარაღის ტარებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ იარაღის გამოყენების რეგულაციის და სააგენტოს თანამშრომლების სოციალური დაცვის გაუმჯობესების მიზნით შემოტანილი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი. ცვლილება შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“, რომლის მიზანია დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და ადმინისტრაციული სახდელების ოდენობის გაზრდა. კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა, სადაც შენიშვნები არ გამოთქმულა და მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი ერთხმად დაუჭირა.
|
|
Last Updated on Tuesday, 30 July 2013 15:01 |