|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2013 20:33 |
|

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე და ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.  სტუმარი საქართველოს პარლამენტის მუშაობით, ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებით და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს ტრადიციული მხარდაჭერისა და საერთაშორისო ინსტიტუტების განვითარებისათვის. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიული და პარტნიორი ქვეყანა სათანადო ყურადღებას დაუთმობს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს საქართველოსა და ბრიტანეთის პარლამენტების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა. |
|
ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2013 17:48 |