|
პარლამენტის ბიუროს სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 12:20 |
|

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 4-6 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. მიმდინარე კვირაში კანონმდებლები დაჩქარებული წესით იმ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავენ, რომელთა ამოქმედება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტში მოხდება. პარლამენტის წევრები „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტზეც იმსჯელებენ და ასევე რამდენიმე კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშსაც მოისმენენ. ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მოთხოვნას მის მიერ მომზადებული კანონპროექტების დღის წესრიგში ჩასმასთან დაკავშირებით. საკითხი შეეხებოდა ორ კანონპროექტს, რომლებიც საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ერთხეულ უკვე იყო კენჭისყრაზე დაყენებული და პარლამენტის მიერ არ მიღებული. ბიურომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტების მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ჩასმას, კენჭისყრით მხარი არ დაუჭირა. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 16:36 |