რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 15:33

საქართველოს პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებები  მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. აღნიშნული ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში შედის. კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

 კომიტეტის წევრებმა განიხილეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი პარლამენტის წევრების ირაკლი ტრიპოლსკისა და გია ჟორჟოლიანის  საკანონმდებლო წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს: „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 18:48