ვიშეგრადის წევრი ქვეყნები აღშფოთებულები არიან რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებზე გაზრდილი ზეწოლის გამო | ბეჭდვა |
სამშაბათი, 10 სექტემბერი 2013 13:03

გუშინ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის მონაწილეობით ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებისა და საქართველოს პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების შეხვედრა ოფიციალურად დასრულდა. დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა გამოხატეს აღშფოთება რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყებზე გაზრდილი ზეწოლის გამო და აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ზეწოლის ნიველირებისთვის. ევროკავშირმა თავის მხრივ უნდა გაზარდოს აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფინანსება და მაქსიმალურად უნდა ეცადოს რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი ბოლომდე განვითარდეს. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ასევე აღინიშნა, რომ უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანია, რამეთუ ის არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის უშუალო გეოგრაფიული მეზობელიც. 

რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და არ არის ევროკავშირის უშუალო მეზობელი, ვიშეგრადის წევრი ქვეყნები მოხარულნი არიან, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროკავშირში ღრმა ინტეგრაციისთვის, საქართველოს პარლამენტი გაძლიერდა და ის განსაკუთრებით აქტიურია ევროინტეგრაციული პროცესების პოლიტიკის განხორციელებაში. ვიშეგრადის ქვეყნები ბოლომდე მხარს დაუჭერენ საქართველოს, რათა ვილნიუსის სამიტზე განხორციელდეს შეთანხმების პარაფირება და სწრაფად მოხდეს შეთანხმების ხელმოწერაც. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა საბჭოთა ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ V4 ის მოსაზრებები და დამოკიდებულებები აუცილებლად უნდა მიეწოდოს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს.
ბოლოს მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომელშიც გამოხატულია ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების მაღალი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის გაძლიერებისა და ევროკავშირის ამ პროექტის საბოლოო განხორციელებისადმი.
დოკუმენტში ნათქვამია :

ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლები ადგენენ:
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მიმართ:
„პროცესის შემდეგი ეტაპი უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების თავის დროზე ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა“
„უნდა მოხდეს ევროკომისიისა და ევროპის საგარეო ქვედებათა სამსახურის წაქეზება, რათა მათ უფრო აქტიური ქვედებები განახორციელონ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მისაღწევად.“
„მხარდაჭერას უცხადებენ ვილნიუსის ნოემრბრის სამიტზე უკრაინის მიერ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ამბიციურ გეგმას. ისინი ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ვილნიუსის სამიტზე ანალოგიური შეთანხმებების ხელმოწერას სომხეთთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან. ისინი გამოხატავენ მხარდაჭერას, რათა მოხდეს მოლაპარაკებების გაძლიერება აზერბაიჯანთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე.“

ქვემოთ იხილეთ ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრაზე მიღებული დოკუმენტის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე:

 

 


Gdansk, 9 September, 2013

CONCLUSION
Of the Meeting of the European Affairs Committees of the V4 Parliaments with the Participation of Representatives of the Georgian European Integration Committee
Gdansk, 8-10 September 2013
Representatives of the European Affairs Committees of the V4 Parliaments:

 

With regard to the Eastern Partnership
-recall the main goal of the Eastern Partnership, which is to bring the Eastern European Countries (Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, Moldova and Ukraine) closer to the European Union through political association, economic integration and increased mobility, thus reinforcing the stability and prosperity on the European continent. The next stage in this process should be the perspective of membership of these countries in the EU in due time;
-note that the Eastern Partnership has proved to be an efficient tool helping the Eastern partners to reform their states in order to achieve deep and lasting democracy;
-emphasize the need to ensure adequate funding of the Eastern Partnership under the Multiannual Financial Framework 2014-2020, taking into account the “more for more” principles, which will also be applied within the framework of the new European Neighborhood instrument;
-express their support for the ambitious plan of signing an association agreement with Ukraine, including and agreement on a deep and comprehensive free trade area, during the November summit of the Eastern Partnership in Vilnius. They also emphasis their support for initialing analogous agreements with Armenia, Georgia and Moldova at the Eastern Partnership summit in Vilnius. They express their support for intensifying negotiations on the association agreement with Azerbaijan.
-welcome with appreciation the progress of the visa liberalization process and express their hope for a prompt introduction of a visa-free regime with Moldova and then, consistently, with other Partnership countries;
-emphasize the need for further development of the Dialogue on Modernization with Belarus;
-encourage the European Commission and the European External Action Service to take more ambitious action to achieve the Eastern Partnership goals and further development of programs related to people-to-people contacts and youth exchange.
-underline a necessity to promote the European citizens’ initiative as a tool of citizens’ active participation in the EU decision making process and an important step towards European civil society.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 10 სექტემბერი 2013 15:16