|
პარლამენტის ბიუროს სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 10 სექტემბერი 2013 14:29 |
|
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 18-20 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. მომდევნო სასესიო კვირაში კანონმდებლები დაახლოებით 100 საკითხს განიხილავენ, აქედან 67 კანონპროექტის განხილვა, მათი ინიციატორების მოთხოვნის საფუძველზე და ბიუროს წევრთა გადაწყვეტილებით, დაჩქარებული წესით მოხდება.
ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ეკონომიკურ თემებზე პოლიტიკური დებატების გამართვასთან დაკავშირებით წინადადება დაარეგისტრირა. როგორც სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მომდევნო სასესიო კვირა მისი დღის წესრიგიდან გამომდინარე მეტად დატვირთული იქნება და შესაძლოა პოლიტიკური დებატების გამართვა შემდგომ სასესიო კვირისთვის გადაიდოს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 16 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იქნება მიღებული. პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების მსჯელობის შემდეგ ბიუროს წევრებმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს. სხდომის დასასრულს პარლამენტის წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. |
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 10 სექტემბერი 2013 17:58 |