|
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 10:12 |
|
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საჩივრების განხილვას და კონკრეტული პიროვნებების დაკითხვას იწყებს. კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა კომისიის წევრებს მოწვეულ პირთა ის სია გააცნო, რომელთა საჩივრების მოსმენა ხვალინდელ საჯარო სხდომაზე მოხდება.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ამ დროისთვის დაგეგმილია 60-მდე პიროვნების მოსმენა, თუმცა ამ ჩამონათვალს 5 პირი დაემატება, რომლებიც ტელეკომპანია "ალანიას“ საქმეზე დაიკითხებიან. პარლამენტის შენობაში შესაძლო ბომბის არსებობის შესახებ გამოცხადებული ევაკუაციის გამო კომისიის სხდომამ მუშაობა დროზე ადრე დაასრულა. |
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 12:53 |