|
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 16:32 |
|

2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის მთელი რიგი ნორმები. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია მიმდინარე საკანონმდებლო აქტების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ამ მიზნით "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წინადადებით, ცალკეულ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული წესის დაუცველად მიანიჭოს პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი, მხოლოდ ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე. რამდენადაც აღნიშნულ უფლებამოსილებას არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლი, მიზანშეწონილია, რომ იგი შეიცვალოს.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. |
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 16:51 |