გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 16:52

დაცული ტერიტორიების დანაგვიანებისა და ვიზიტორთა მიერ ბუნების ძეგლის დაზიანების შემთხვევაში საჯარიმო სანქციები მკაცრდება. აგრეთვე ჯარიმების რაოდენობა იზრდება უკანონო ძოვების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც დღეს მესამე მოსმენით განიხილეს პარლამენტის გარემოს დავისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე.

დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი “გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტის თანახმად გეოდეზიური პუნქტების მდებარეობა პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად "საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განისაზღვრება.
კომიტეტმა ორივე დოკუმენტი მომზადებულად ჩათვალა და დეპუტატებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 16:54