| საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 20:01 |
|
სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის გარკვეული ნორმების 2010 წლის კონსტიტუციური კანონით განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მთავარ მიზანს, რომელიც საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილისა და ნოდარ ებანოიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტებიც: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლებიც სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით განიხილეს. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 09:53 |