რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 10:44

2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის ნორმები, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია მიმდინარე საკანონმდებლო აქტების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტები: "პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; "გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 14:34