|
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 13:13 |
|

პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა დღეს პარლამენტის ბიურომ. მიმდინარე კვირაში პარლამენტს ოთხმოცდაათზე მეტი საკითხი აქვს განსახილველი. მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები. დღის წესრიგის მიხედვით დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პარლამენტისა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნას და მთავრობის ნდობის საკითხს ეხება. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი მუშაობას შეწყვეტს, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტია განსახილველი და მისაღები, მომავალ არასასესიო კვირაში პარლამენტს რიგგარეშე სხდომების ჩატარება მოუწევს და სესია 3-4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა მობილიზებულნი იყვნენ ასეთ რეჟიმში სამუშაოდ, მან ასევე საქართველოს მთავრობას მიმართა, თუ რაიმე საკითხია განსახილველი, აუცილებლად ხვალ, დღის ბოლომდე შემოიტანონ პარლამენტში, რადგან მათ მუშაობას ხელი არ შეეშალოს. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 14:33 |