აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 20:59

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების, ირინე იმერლიშვილის და ზურაბ აბაშიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი II მოსმენით განიხილეს.
მომხსენებლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კანონპროექტის მომზადება საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლებიც 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შედის კანონის მთელ რიგ მუხლებში, ამასთან ერთად კანონს ემატება 75 მუხლი, რომლითაც საქართველოს მთავრობას 2014 წლის 1 აპრილამდე შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების ვალდებულება განესაზღვრა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის II მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 10:45