გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 10:56

კანონპროექტი "გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს II მოსმენით განიხილა. კანონპროექტის შესაბამისად, გეოდეზიური პუნქტების მდებარეობა პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად განისაზღვრება "საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი კოორდინატებისა და სიმაღლეების ათვლის ერთიან სისტემაში. ასევე გეოდეზიური პუნქტების დაცვაც ექვემდებარება საქართველოს მთავრობის დადგენილებას "სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის შესახებ", ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებულებისა.
წარმოდგენილი ცვლილებები გამოწვეულია კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომლებიც უნდა ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 23 სექტემბერი 2013 11:15