ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 17:29

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, რიგი კანონპროექტების მიღება განაპირობა. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სხდომაზე განიხილეს ასევე „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის ინიციატორი დეპუტატი ზურაბ აბაშიძეა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით განხილული კანონპროექტები მზად არის პლენარულ სხდომაზე გასატანად.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 23 სექტემბერი 2013 11:11