| პარლამენტის ბიუროს სხდომა | | ბეჭდვა | |
| ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 14:01 |
|
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს. მიუხედავად იმისა, რომ რიგგარეშე სხდომებზე განსახილველი საკითხები პრეზიდენტის განკარგულებით წინასწარ იქნა დადგენილი, ბიუროს წევრებმა დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგის საკითხები დააზუსტეს და რიგითობაც განსაზღვრეს. პარლამენტის წევრები დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე II მოსმენით იმსჯელებენ. კანონმდებლები ასევე დაჩქარებული წესით მოთხოვნილ კანონპროექტებს განიხილავენ და რამდენიმე კომიტეტის მიერ გაწეულ საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ. |
| ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 10:18 |