|

სასარგებლო წიაღისეულზე, კერძოდ მანგანუმზე, კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებელი იზრდება. ეს ცვლილება ,,ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლის ოდენობა 0,012 ლარის ნაცვლად 0,25 ლარით განისაზღვრება. ცვლილების განხორციელებით, ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლები ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილში საშუალოდ ოცჯერ გაიზრდება. საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტს პარლამენტის წევრმა, მალხაზ წერეთელმა წარუდგინა. ცვლილებები შედის ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და მის თანმდევ - ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და ,,იარაღის შესახებ" კანონებში. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტების თანახმად, კანონი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის განხორციელების საფუძველს და წესს დაარეგულირებს და მასზე ეროვნული კონტროლის დაწესების გზით საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ს ახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ემატება იმ გამონაკლის ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებზეც კანონის მოთხოვნა - სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლი განხორციელდეს მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე არ ვრცელდება. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ და ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა. კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით ხუთ საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭირა მხარი. |