აივ ინფექციის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის შედეგების განხილვა პარლამენტში | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 18:22

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში "აივ ინფექცია - შიდსის წინააღმდეგ ეროვნული რეაგირება საქართველოში: დაავადების გავრცელება და რეაგირების სისუსტეები“ მოისმინეს დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკთხთა კომიტეტებმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე. ეფექტიანობის აუდიტის შედეგები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი წიწილაშვილმა წარმოადგინა. შეხვედრაზე გაიმართა შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული აივ ინფექციის სახელმწიფო პროგრამის და მისი განმახორციელებელი დაწესებულებების, მათ შორის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის საქმიანობის 2008-2011 წლების ეფექტიანობის აუდიტის შედეგების განხილვა.
შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად ისახავდა პარლამენტის ინფორმირებას და მისი როლისა და ჩართულობის გაზრდას აივ ინფექციის პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობის პროგრამებში.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 10:21