|
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 18:56 |
|

ხელბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში შესული კორექტივები ოლიმპიური გუნდური სახეობის, ხელბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებას დაედება საფუძვლად. ხელბურთის განვითარების პროგრამაში, რომელიც დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ გააცნო, 2014-დან 2016 წლის ხელბურთის ეროვნული ფედერაციის სამომავლო გეგმები და ძირითადი მიზნებია განსაზღვრული. „წარმოდგენილი პროგრამა ხელბურთის შემდგომ პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და საქართველოს ნაკრები გუნდების საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულ გამოსვლას უკავშირდება“, - აღნიშნა ზურაბ კაკაბაძემ.
,,2013 წლიდან საქართველოში ხელბურთის განვითარების პროგრამა გაიზიარა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. ფედერაციის წლევანდელი ბიუჯეტი საშუალებას გვაძლევს აქტიურად განვახორციელოთ საქმიანობა პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიხედვით“, - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძეც ესწრებოდა. ზურაბ კაკაბაძემ თხოვნით მიმართა სამინისტროს ხელბურთის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსების თაობაზე. |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 10:16 |