| საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 11:57 |
|
პარლამენტის წევრისმიერ კითხვით მიმართვის შემთხვევაში თანამდებობის პირი ან თითოეული ორგანო ვალდებულია წერილობითი პასუხი წარუდგინოს მას 15 დღის ვადაში. ეს ცვლილება შედის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ და ის შესაბამისობაში მოდის "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონთან. კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა. ცვლილება გამოჭვეულია საკონსტიტუციო კანონში განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალა უნდა შევიდეს 20013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. კომიტეტმა ასევე მესამე მოსმენით განიხილა დღეს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მეორე კანონპროექტი, რომლის მიზანია რეგლამენტის 37-ე მუხლის პირველ პუნქტში არსებული ტექნიკური ხარვეზის გასწორება. კერძოდ მოქმედი ნორმის მიხედვით „პარლამენტის წევრი, გარდა ამ რეგლამენტის 104 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე თანამდებობის პირისა, ვალდებულია იყოს არანაკლებ ერთი კომიტეტის შემადგენლობაში“, „დ“ ქვეპუნქტში კი მითითებულია „კომიტეტის თავმჯდომარე“, რომელიც თავისთავად შედის კომიტეტის შემადგენლობაში, მის ნაცვლად აღნიშნულ მუხლში მითითებული უნდა იყოს ის პუნქტი, სადაც მითითებულია „პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები“. |