პარლამენტის ბიუროს სხდომა | Print |
Friday, 27 September 2013 13:54

პარლამენტის 27 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განიხილა დღეს პარლამენტის ბიურომ.

განსახილველად და კენჭსაყრელად წარმოდგენილია ორმოცამდე საკითხი, რომელთაგან რამდენიმეს დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ ინიციატორები.
დღესვე ბიურომ იმსჯელა რამოდენიმე კანონზე ლობისტობის მსურველ მოქალაქეთაგან შემოსულ მიმართვებზე, რომელთაც უარი ეთქვათ, იმის გამო, რომ შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტმა ჩააგდო და აღარ განიხილება.
დეპუტატებმა გაიხსენეს, რომ 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის და ზოგადად აფხაზეთის ომის ტრაგიკული დასრულები დღეა. ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატები ქუთაისში არსებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა მემორიალთან გაემართნენ და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

Last Updated on Friday, 27 September 2013 16:30