|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კიდევ ერთი მემორანდუმი გააფორმა |
| ბეჭდვა | |
|
პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 15:45 |
|

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის №2 საჯარო სკოლას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, კომიტეტი აღნიშნული სკოლის მოსწავლეებთან ერთად გარემოს დაცვით და ეკოლოგიურ სხვადასხვა პროექტს განახორციელებს, რაც გამწვანების აქციებს, ეკოლოგიური გარემოს დაცვა-შენარჩუნებას და მწვანე ნარგავების მოვლას ითვალისწინებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან რეგიონში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და ახალი ხელისუფლების მიერ ბუნების დაცვის და ბრაკონიერობის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კომიტეტი მიესალმება სკოლასთან მემორანდუმის გაფორმებას და აღნიშნული თანამშრომლობის სხვა სკოლებთან გაგრძელების სურვილიც გამოთქვა. „სკოლებთან თანამშრომლობის ინიციატივა კომიტეტს ეკუთვნის და ჩვენი სურვილია მსგავსი შეთანხმებები საქართველოს ყველა რაიონის თუნდაც ერთ სკოლასთან იყოს გაფორმებული. ეს უკვე მეოთხე სკოლაა, რომელთანაც კომიტეტმა მემორანდუმი გააფორმა. ეს აქცია გაგრძელდება და ის მალე მთელ საქართველოს მოიცავს“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა. |
|
ბოლოს განახლდა ორშაბათი, 30 სექტემბერი 2013 17:06 |