| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში | | ბეჭდვა | |
| პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 15:53 |
|
30 სექტემბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მესამე საშემოდგომო სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარის რანგში დაესწრება. დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ევროპის საბჭოში შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონთან; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეკ სავიცკისთან; ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანდრეს ჰერკელთან და მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან საქართველოზე, ბორის სილევიჩთან და მაიკლ აასტრუპ იენსენთან. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, თინათინ ბოკუჩავა და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობას მიიღებენ ევროსაბჭოს სესიების, კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების მუშაობის პროცესში. |
| ბოლოს განახლდა ორშაბათი, 30 სექტემბერი 2013 17:04 |