|
პარლამენტის ბიუროს სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2013 15:20 |
|

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ბიუროს დღევანდელი სხდომის თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარის 91/3 ბრძანება გააცნო, რომლის საფუძველზე პარლამენტი მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომებს გამართავს. „პარლამენტი ს რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე წყვეტს მუშაობას.
პარლამენტის დადგენილებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს, გაიმართოს პლენარული სხდომა, სადაც პოლიტიკური დებატები „ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით“ შედგება“, -განაცხადა მანანა კობახიძემ და მან კოლეგებს წარმომადგენლებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების წლისთავი მიულოცა. ბიუროს წევრებმა დღევანდელი სხდომის და ზოგადად, მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დაარეგისტრირეს და საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. როგორც აღინიშნა, მომავალი კვირიდან კომიტეტები საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე თანდართულ მასალებთან ერთად, „ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების 2014-1017 წლებისთვის“ დოკუმენტს განიხილავენ და საქართველოს მთავრობის მოხსენებას „2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მოისმენენ. ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრის ეკა მაზმიშვილის განცხადება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. |
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2013 15:33 |