გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2013 19:34

garemos dacva 2

garemos dacva 1უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის უნიკალური, იშვიათი ბუნებრივი წარმონაქმნების და კულტურული არეალების მქონე ტერიტორიების დაცვა-აღდგენას და მათთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს კანონპროექტი "ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“. საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა პირველი მოსმენით განიხილეს დღეს გამართულ ერთობლივ სხდომაზე. ასევე პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრის მალხაზ წერეთლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დოკუმენტით გათვალისწიბულია მანგანუმზე მოსაკრებლის იმ ოდენობით განსაზღვრა, რაც სამართლიანი და ადეკვატურია მანგანუმის ღირებულებასა და მოთხოვნასთან მიმართებაში. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტებს და მათ პარლამენტის უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 11:49