| საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოში | | ბეჭდვა | |
| სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2013 20:01 |
|
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სტრასბურგში მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ლიბერალ-დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფის (ALDE) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესისათვის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებას. დავით უსუფაშვილმა პოზიტიური მოლოდინი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ვილნიუსის სამიტზე მოეწერება ხელი. პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპაციის თემასაც შეეხო და განაცხადა, „მიუხედავად საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობისა და რიტორიკის შერბილებისა, მაინც გაჩნდა ქვეყანაში ახალი იძულებით გადაადგილებული პირები, ეს დიდი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეც და გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს იქნება ნამდვილი დემოკრატიული პროგრესის დემონსტრირება. მისი განცხადებით ახალი ხელისუფლება მზადაა იკისროს არჩევნების გამჭირვალედ ჩატარების ვალდებულება. |
| ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 11:48 |