საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან, ანდრეა გროსთან | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 11:12

დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, ანდრეა გროსს შეხვდა.

საუბარი შეეხო ახალი ხელისუფლების საგარეო ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს, ევროინტეგრაციის პროცესს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასაზღვრო ზოლების გაფართოებას.
ევროპელი სოციალისტები იმედოვნებენ, რომ მოახლოებული წინასაარჩევნო და შემდგომი პროცესები დემოკრატიულად წარიმართება. სამართლიანობის აღდგენის პროცესში ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის კონსულტანტის, თომას ჰამერბერგის ანგარიშის პოზიტიურობას. შეხვედრაზე ევროპელმა დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოში სამართალი არ იქნება შერჩევითი, მაგრამ დამნაშავენი აუცილებლად უნდა დაისაჯონ.
,,ახალი ხელისუფლების ნაკისრი ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებას საქართველოში, დიდია პარლამენტის როლი, რომელმაც უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ორმხრივ შეხვედრაზე.
სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან შეხვედრაზე სრული მხარდაჭერა დაფიქსირდა განხილულ თემებზე.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 12:05