|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტთან, დინ შპილმანთან |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 17:16 |
|

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტს, დინ შპილმანს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ევროპის სასამართლოში არსებულ საქართველოს საქმეებზე გაკეთდა. ,,სასამართლოს პრეზიდენტს ვთხოვე დააჩქაროს სტრასბურგში არსებული საქმეების განხილვა, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმე, რომელიც 6-7 წელია დევს აქ. ჩვენ მართლმსაჯულებაში და სასამართლო სისტემაში უნდა დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა მედიასთან საუბრისას. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 19:46 |