|
პარლამენტის ბიუროს სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 18:09 |
|

ბიურომ 2-4 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარმოადგინა პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ განხილვის განრიგი. განრიგის თანახმად, დოკუმენტების განხილვა 8 ოქტომბერს დაიწყება და 18 ოქტომბერს დასრულდება. ბიუროს სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ავთანდილ ანთაძის განცხადება, მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 19:44 |