|
საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები სტრასბურგში |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 18:35 |
|

დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს და საპარლამენტო ასამბლეის გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს ტინი კოგს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და სხვა აქტუალურ თემებს. მათ სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში სწაფვას. |