საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა ჰერვიგ ვანსტაასთან და ანდრეას კიფერთან | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 12:50

სტრასბურგში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესის პრეზიდენტს, ჰერვიგ ვანსტაასს და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მართველობის კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

ევროპელი კოლეგების მხრიდან აღინიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობაში არიან საქართველოს მთავრობასთან და აქვთ ინფორმაცია ახალი ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის განვითარების დადებით პროცესზე. თავის მხრივ დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ და სამომავლოდ მონიტორინგის მისიის საქართველოში მოვლინების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით უსუფაშვილმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების არსებული სისტემა გააცნო ევროპელ კოლეგებს და გამოვლენილ ხარვეზებზე, თვითმმართველობების ფუნდამენტურ რეფორმაზე, არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
ევროსაბჭოს კონგრესმა მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს და პროცესში ჩართულობის დიდი სურვილი გამოთქვა.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 00:58