|
სხდომის ოქმი N5
ქ. ქუთაისი 16 აპრილი; 2013 წ.
სხდომას ესწრებოდნენ ფრაქციის წევრები: კახაბერ ოქრიაშვილი,გიორგი გოზალიშვილი,გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი, სერგო ხაბულიანი. ფრაქციის აპარატის თანამშრომლები: ირაკლი მერებაშვილი თინათინ მეშველიანი, თეა ჯანაძე. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თაობაზე. 2. საქართველოს პარლამენტის ბიუროს დადგენილება კომიტეტებში ფრაქციისთვის კომიტეტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გადანაწილების თაობაზე. 3. საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში კანდიდატის წარდგენის შესახებ.
განიხილეს: პირველი მოსმენით კ.ოქრიაშვილის მოხსენება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების ნიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. კანონპროექტის მიზანია დასაქმებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით სამართლებრივი გარანტიების შემოღება; დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების დაბალანსება; კანონის ერთგვაროვნად ჩამოყალიბება; სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების ასახვა შრომით კანონმდებლობაში; დასაქმებულის დაცვა დირსკრიმინაციისაგან, დამსაქმებლისა და დასაქმებულისათვის ურთიერთხელსაყრელი სამართვლებრივი გარემოს უზრუნველყოფა. ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს დასაქმებულის უფლებების გაზრდის ფონზე დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების დარეგულირებაში და მათი დაბალანსების შედეგად შესაბამისი შრომითი პირობების შექმნაში.
1. მიზანშეწონილია, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ხდებოდეს დასაბუთებული, ობიექტური არგუმენტების საფუძველზე. 2. უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება დასაქმებულის სასარგებლოდ, რაც იმოქმედებს შრომის ნაყოფიერების ხარისხზე. კერძოდ დაუშვებელია მოკლე ვადიანი ხელშეკრულებები, (1 თვიანი). რომლებიც შემდგომში მუდმივ რეჟიმში გრძელდება. ანაზღაურების ყოველდღიური დაკარგვის შიში დასაქმებულს ამყოფბს მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში.
3. შრომითი ხელშეკრულებები არ უნდა იყოს მხოლოდ უვადო. ეს გახლავთ მეორე უკიდურესობისკენ გადახრა, რაც ამცირებს კონკურენციას სამუშაო ადგილების მოპოვება-შენარჩუნებაზე და აგრეთვე უარყოფითად მოქმედებს შრომის ნაყოფიერებაზე.
აზრი გამოთქვეს: გ.გოზალიშვილმა, გ.ბუკიამ, ს.ხაბულიანმა. გადაწყვიტეს: ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ჩამოყალიბებისა შემდეგი რედაქციით: 1. დაუშვებელია შრომის ხელშეკრულების ვადა იყოს 1 წელზე ნაკლები გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამუშაოს შესრულება უკავშირდება: ა) კონკრეტული სამუშაოს შესრულებას ბ) სეზონურ სამუშაოს გ) სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდას დ)სამუშაოზე დროებით არყოფნისას დასაქმებულის ჩანაცვლებას. ე) სხვა ობიექტურ გარემოებებს დაადგინეს: აღნიშნული შესწორებების გათვალისწინებით ფრაქცია მიზანშეწონილად მიიჩნევს კანონპროექტს დაუჭიროს მხარი პირველი მოსმენით.
1. განიხილეს: საქართველოს პარლამენტის ბიუროს დადგენილება კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 32-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად ფრაქციის ,,უპარტიო,დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა პროექტი საპარლამენტო კომიტეტებში გადანაწილების თაობაზე. გოგი ლიპარტელიანი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. გოდერძი ბუკია - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. კახაბერ ოქრიაშვილი - 1.დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; 2.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. ენზელ მკოიანი - 1. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. სერგო ხაბულიანი - 1.რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი; 2.გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. გიორგი გოზალიშვილი - 1. აგრარულ საკითხთა კომიტეტი; 2. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. გადაწყვიტეს: ფრაქციამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი პროექტის ამ ვარიანტს.
აზრი გამოთქვეს: გ.ლიპარტელიანმა, ე.მკოიანმა. დაადგინეს: წარმოდგენილი პროექტი აღნიშნული ცვლილებებით, ეცნობოს პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
2. განიხილეს: საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შემსწავლელი „საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში“ კანდიდატის წარდგენა. პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის 5-ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში, ფრაქციის კვოტით წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი ადამიანი. აზრი გამოთქვეს: კ.ოქრიაშვილის მიერ დასახელებული იქნა სერგო ხაბულიანის კანდიდატურა. გადაწყვიტეს: ფრაქციამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანდიდატურას.
სხდომის თავმჯდომარე: კახაბერ ოქრიაშვილი
სხდომის მდივანი: თეა ჯანაძე
|