კონკურსი 2013 |
|
საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატი სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს კონკურსს პარლამენტის აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი პირობებით: 1. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მიაღწია 21 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. განაცხადები მიიღება 2013 წლის 2 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით. 3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ერთ ვაკანსიაზე, ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge). 4. თითოეული ვაკანტური თანამდებობისათვის მითითებული შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილ თანამდებობრივ სარგოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, მათ შორის, დანამატს საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისათვის. 5. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge), „ჩემი რეზიუმე“-ს „დამატებითი დოკუმენტაციის“ ბლოკში კანდიდატმა: ა) უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების მოწმობის ასლი (უცხოურენოვანი დიპლომის შემთხვევაში, ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი); ბ) უნდა ატვირთოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; გ) უნდა ატვირთოს სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის ასლი (შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღი და დაკავებული თანამდებობა); დ) „ენის“ ველში უნდა მიუთითოს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის სავალდებულო ენის (ენების) ცოდნა ან მის მიერ ჩასაბარებლად არჩეული ერთ-ერთი უცხოური ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული) ცოდნა. 6. საბუთების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსზე არ დაიშვება. 7. იმ კონკურსანტების ვინაობა, რომლებმაც სრულყოფილად წარმოადგინეს საბუთები, და კონკურსის ჩატარების გრაფიკი გამოქვეყნდება 2013 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge/konkursi-2013). 8. კონკურსი ჩატარდება 2 ტურად: ა) I ტური გაიმართება ტესტირების ფორმით 2013 წლის 5 ნოემბრიდან; ბ) II ტური გაიმართება გასაუბრების ფორმით, რომლის ჩატარების თარიღი გეცნობებათ დამატებით საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის ( www.parliament.ge/konkursi-2013 ) მეშვეობით. 9. კონკურსის მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 10. ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება ტესტირების მე-2 დღის 18 საათამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge/konkursi-2013 ). 11. კონკურსანტს საპრეტენზიო კომისიისათვის მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ტურის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება (მისამართი: ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი № 26, საქართველოს პარლამენტი, ან ელექტრონული მისამართი: contact@parliament.ge) განიხილება 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს პარლამენტის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 12. კონკურსის პროგრამა, კონკურსის ჩატარების წესი და ინფორმაცია ტესტირების პროცესის მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე კოდიფიცირებული საკანონმდებლო აქტები და ტესტები შესაბამისი პასუხებით იხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge/konkursi-2013). 13. ტესტები და პასუხები მომზადებულია 2013 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით არსებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 14. კონკურსს ატარებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 15. შეკითხვებისა და ტესტებში აღმოჩენილი ხარვეზების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: (+995) 032 2289323; (+995) 032 2289198; (+995) 032 2289321. |
|
|
| საქართველოს პარლამენტის აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობები |
| კონკურსის პროგრამა |
| კონკურსის ჩატარების წესი |
| ტესტირების პროცესი |
| კანონები |
| ტესტები ინფორმატიკაში |
| ტესტები ქართულ ენაში |
| ტესტები ინგლისურ ენაში |
| ტესტები გერმანულ ენაში |
| ტესტები რუსულ ენაში |
| ტესტები ფრანგულ ენაში |