საქართველოს პარლამენტის 2009 წლის საშემოდგომო
სესიის 6 ოქტომბრის პლენარული სხდომის
ო ქ მ ი N 70
სხდომა დაიწყო – 1115 სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე, გიორგი წერეთელი.
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ზ.დეკანოიძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პრეზიდენტის რწმუნებულები რეგიონებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომა-ტიური კორპუსის წარმომადგენლები, თბილისის მერი.
რეგისტრაცია გაიარა - 97 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
ხელის აწევით, ცვლილებების გარეშე დამტკიცდა დღის წესრიგი.
განცხადებებით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია (ჰაიდი ტალიავინის დასკვნის თაობაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის გარეთ გაკეთებული შეფასებების შესახებ; ასევე, გამოვიდა ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით), გ.ცაგარეიშვილი (მეორე არხის რეორგანიზაციის თაობაზე), დ.ბაქრაძე (განმარტება გ.ცაგარეიშვილს), მ.ანიკაშვილი (პროექტ «ვარსკვლავების აკადემიის» შენობის დანგრევის, რასაც ორი ახალგაზრდა შეეწირა, მიზეზების წინასწარი გამოძიების დასრულების და უახლოეს მომავალში სასამართლო პროცესის დაწყების თაობაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო იქნება მიუკერძოებელი), ნ.ლალიაშვილი (ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრთა დუხჭირი მდგომარეობის შესახებ), ა.ბობოხიძე (ქუთაისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე და ამ სფეროში ვინმე ალანიას ბიზნესინტერესების თაობაზე), დ.ლორთქიფანიძე (სახალხო დამცველის, გ.ტუღუშის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებების დათვალიერების შემდეგ გაკეთებული განცხადების თაობაზე). დ.ბაქრაძე (დაავალა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს სახალხო დამცველისათვის საოქმო ამონაწერის გადაგზავნა და საკითხის გარკვევა).
განცხადებების დასრულების შემდეგ ლაშა თორდიამ პარლამენტს I მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
ხ.გოგორიშვილმა III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
გ.ხუროშვილმა II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა მთავრობის ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
გ.მელაძემ II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენით წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
პ.კუბლაშვილმა პარლამენტს II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენით წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტი
«საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
პ.კუბლაშვილმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
გ.ხუროშვილმა II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
შენიშვნებით გამოვიდა ზ.გამცემლიძე.
მოსაზრებით გამოვიდა გ.ჩახვაძე.
განმარტებებით გამოვიდა გარემოს დაცვის მინისტრი გ.ხაჩიძე.
კ.ანჯაფარიძემ I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გიორგი წერეთელმა.
თანამოხსენებით გამოვიდა გ.არსენიშვილი.
შეკითხვები არ დასმულა.
საქართველოს პრეზიდენტის მობრძანებამდე გამოცხადდა ტექნიკური შესვენება.
1225სთ. მანდატურთუხუცესმა დარბაზს აუწყა პრეზიდენტის მობრძანების თაობაზე.
დ.ბაქრაძემ საქართველოს პრეზიდენტი ტრიბუნასთან მიიწვია.
პრეზიდენტი გამოვიდა 45 წუთიანი სიტყვით, რომელიც შეეხებოდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის შემუშავებულ ზოგიერთ ღონისძიებებს.
მან პარლამენტს წარუდგინა ეკონომიკური თავისუფლების აქტი.
პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ გამოცხადდა თხუთმეტწუთიანი შესვენება.
შესვენების შემდეგ დ.ლორთქიფანიძემ წარმოადგინა ფრაქცია «ძლიერი საქართველოს» ინიციატივით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი.
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ჯ.ბაღათურიამ.
განმარტებით გამოვიდა ლ.ვეფხვაძე.
ცალკეული დეპუტატებიდან სიტყვით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, გ.ცაგარეიშვილი, ლ.ვეფხვაძე, ა.მინაშვილი, მ.მაჭავარიანი.
კომიტეტის სახელით გამოვიდა გ.არსენიშვილი.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა დ.ლორთქიფანიძე.
დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1610 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა – გიორგი წერეთელი.
სხდომას ესწრებოდნენ – ზ.დეკანოიძე, დ.ძაგნიძე, ზ.კაჭკაჭიშვილი (ელჩობის კანდიდატი).
სხდომა განახლდა საკითხების განხილვით.
კ.ანჯაფარიძემ I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
თანამოხსენებით გამოვიდნენ: პ.კუბლაშვილი, გ.არსენიშვილი, დ.ძაგნიძე.
კ.ანჯაფარიძემ ასევე, I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე», «შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
პ.კუბლაშვილმა II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ნორმატიული აქტების შესახებ»
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს ბ.ბუცხრიკიძემ და ლ.თორდიამ.
განმარტებით გამოვიდა დ.ძაგნიძე.
მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.
პ.კუბლაშვილმა ასევე, II მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «აუდიტორული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე», «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ», «სადაზვერვო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე», «ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» და «ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით წინადადებით გამოვიდა დ.ძაგნიძე.
ზ.დეკანოიძემ პარლამენტს წარუდგინა ზურაბ კაჭკაჭიშვილის კანდიდატურა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მისაცემად.
კომიტეტის სახელით გამოვიდა ა.მინაშვილი.
უმრავლესობის სახელით – ე.კვერნაძე.
საკითხების განხილვა დასრულდა. კენჭისყრის პროცედურების დაწყებამდე გამოცხადდა შესვენება.
შესვენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 92 დეპუტატი.
ხელის აწევით დარბაზმა თანხმობა განაცხადა კენჭისყრის ჩატარებაზე.
კენჭისყრის წინ ლ.თორდიამ გააკეთა განმარტება «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» კანონპროექტთან დაკავშირებით.
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 81
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 87
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 88
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 88
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 86
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 85
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________
ფრაქცია «ძლიერი საქართველოს» ინიციატივით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი.
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 7
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 53
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 86
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 81
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 86
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
K
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 87
კვორუმი – 69 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 87
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 82
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 80
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «ზურაბ კაჭკაჭიშვილის ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ»
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 86
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 82
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 77
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 80
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 82
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 82
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ნორმატიული აქტების შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 73
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «აუდიტორული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 81
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 83
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 79
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 85
კვორუმი – 69 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სადაზვერვო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 85
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 81
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 83
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 85
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 81
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 82
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა (II მუხლის გარეშე)
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 80
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
სხდომა დასრულდა.