საქართველოს პარლამენტის 2009 წლის საშემოდგომო

 

   სესიის  8 სექტემბრის პლენარული სხდომის

 

 

N 66

 

 

    სხდომა დაიწყო – 1105 სთ.

   

     სხდომას თავმჯდომარეობდა  დავით ბაქრაძე.  

სხდომას ესწრებოდნენ  _            .დეკანოიძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), .ღვალაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), .ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), .ქადაგიძე (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი)

 

            რეგისტრაცია გაიარა – 85 პარლამენტის წევრმა,     კვორუმი – 76

    

საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა გაიხსნა საქართველოს ჰიმნით.

 

ხელის აწევით, ცვლილებების გარეშე დამტკიცდა დღის წესრიგი.

 

განცხადებებით გამოვიდნენ: .ცაგარეიშვილი (სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის მსჯავრდებულების ვადამდე გათავისუფლების თაობაზე), .დავითაია (სეპარატისტების ლიდერის, სერგეი ბაღაფშის განცხადების თაობაზე «ენგურჰესის» სოხუმისათვის დაქვემდებარების და შემდეგ რუსეთისათვის გადაცემის შესახებ), .ბაქრაძე (საორგანიზაციო დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული განცხადების საოქმო ამონაწერით პრემიერ-მინისტრისთვის მიწოდება), .ახვლედიანი (სანდრო გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ხელისუფლება დაადანაშაულა საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფაში), .ვეფხვაძე (უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის გაზრდის თაობაზე), .ლორთქიფანიძე (მოითხოვა სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მოსმენა სოზარ სუბარისგან და არა ახალი ომბუდსმენისაგან, .ტუღუშისაგან), .ანიკაშვილი (დევნილების პრობლემების თაობაზე), .ბაღათურია (მოითხოვა პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლის მიზნით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა; ასევე, პარკირების ახალი წესების თაობაზე), .ბობოხიძე (.ცაგარეიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით. განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა პატიმარი თანასწორია მათ მიმართ საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად), .თორთლაძე (განაცხადა, რომ მიემგზავრება მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში და მომავალ სხდომაზე პარლამენტს მიაწვდის დაწვრილებით ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ), .ბაქრაძე (დანარჩენ პარლამენტის წევრებსაც მოუწოდა რაჭაში ჩასვლა და პრობლემების ადგილზე შესწავლა), .ხერხეულიძე (ოპოზიციას ბრალი დასდო .გირგვლიანის მკვლელებზე მეტად დამნაშავეებისათვის შეწყალების მოთხოვნაში), .ბაღათურია (გამოაცხადა რაჭაში მიწისძვრით დაზარალებულებთან გამგზავრების შესახებ), .ოჩიაური (განმარტება .ვეფხვაძის გამოსვლასთან დაკავშირებით), .მალაშხია (საერთაშორისო კონფერენციისათვის მზადების შესახებ თემაზე «რუსული იმპერიალიზმი დანაშაულობრიობა კაცობრიობის წინაშე»; ასევე, შეეხო დევნილების საკითხებს).

 

განცხადებების დასრულების შემდეგ .ზოდელავამ პარლამენტს II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ»

შენიშვნები გამოთქვეს .ბუცხრიკიძემ და .მელიქიშვილმა.

შეკითხვები არ დასმულა.

თანამოხსენებით გამოვიდნენ .მელიქიშვილი და .ღვალაძე.

მომხსენებელმა ასევე, II მოსმენით მუხლობრივად წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «დაზღვევის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების _ საკრედიტო კავშირების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»,  «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ», «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» და «არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

.კუბლაშვილმა პარლამენტს II მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მუხლობრივი განხილვით.

შეკითხვები არ დასმულა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სთხოვა კანონპროექტის ინიციატორებს პოზიციების შემდგომი კოორდინირებისათვის., III მოსმენამდე იმის გარკვევა თუ რომელი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს კანონპროექტს და რომელი არა.

 

.სისაურმა პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა «საქართველოს მთავრობასა და ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ» შეთანხმება

შეკითხვები არ დასმულა.

 

.ხუროშვილმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»

თანამოხსენებით გამოვიდა .თოიძე.

შეკითხვები არ დასმულა.

 

 

 

                  დილის სხდომა დასრულდა.

 

 

 

                      სხდომა განახლდა 1610 საათზე.

 

სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ბაქრაძე.

 

სხდომას ესწრებოდნენ              .ხუროშვილი, .პეტრიაშვილი (ფინანსთა მინისტრის I მოადგილე), .ქადაგიძე (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი), .ვეფხვაძე (კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე).

 

 

სხდომა გაგრძელდა საკითხების განხილვით.

 

.ხუროშვილმა  II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ»

შეკითხვები არ დასმულა.

მანვე ასევე, II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ»  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ».

შეკითხვები არ დასმულა.

 

.ქადაგიძემ პარლამენტს წარუდგინა საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის წლიური ანგარიში.

მომხსენებელს შეკითხვებით და მოსაზრებებით მიმართეს .კვერნაძემ და .ბუცხრიკიძემ.

თანამოხსენებით გამოვიდა .მელიქიშვილი.

დავით ბაქრაძე (კომენტარი)

 

.პეტრიაშვილმა წარმოადგინა საქართველოს მთავრობის ანგარიში «საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ»

შეკითხვები არ დასმულა.

 

. ვეფხვაძემ წარმოადგინა კონტროლის პალატის დასკვნა 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.

შეკითხვები არ დასმულა.

 

.მელიქიშვილმა წარმოადგინა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით.

შეკითხვები არ დასმულა.

 

განხილვები დასრულდა.

 

.ოჩიაურმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

შეკითხვები არ დასმულა.

მოსაზრება გამოთქვა .არსენიშვილმა.

 

.ხუხუნაიშვილმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის მიერ საგაზაფხულო სესიაზე გაწეული საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ ანგარიში.

.მელიქიშვილი (ინფორმაცია მომხსენებლისთვის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მოხდება სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხების გაორმაგება).

 

.წიკლაურმა პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის მიერ 2008 - 2009 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში.

მას შეკითხვებით მიმართეს .ლორთქიფანიძემ და .მაისურაძემ.

 

.გელაშვილმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2009 წლის საგაზაფხულო სესიაზე გაწეული საქმიანობის ანგარიში.

მას შეკითხვით მიმართა .ლორთქიფანიძემ.

 

 

               

 

                   სხდომა დასრულდა.