საქართველოს პარლამენტის
2009 წლის 1 დეკემბრის პლენარული
სხდომის ოქმი N78
სხდომა დაიწყო – 1110სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე.
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ი.ღვალაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), პ.პეტრიაშვილი (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე), გ.მამაცაშვილი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე), ზაზა ჭელიძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), კ.ფრუიძე (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე).
რეგისტრაცია გაიარა – 93 პარლამენტის წევრმა, კვორუმი - 76
დღის წესრიგთან დაკავშირებით გამოვიდნენ: გ.გოდაბრელიძე (ითხოვა კანონპროექტების «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» /III მოსმენა/ და «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» /III მოსმენა/ განხილვის გადატანა), პ.კუბლაშვილი (ითხოვა ახალი საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პროცედურების დაჩქარება), დ.ბაქრაძე (კომენტარი), ზ.მელიქიშვილი (ითხოვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დამტკიცების დაჩქარება)
ხელის აწევით, აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცდა წარმოდგენილი დღის წესრიგი.
განცხადებებით გამოვიდნენ: პ.დავითაია (ჩრდილო კავკასიიდან სოხუმის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ საფრთხეებზე), დ.ბაქრაძე (გამოეხმაურა პ.დავითაიას განცხადებას და დაავალა საორგანიზაციო დეპარტამენტს სათანადო ჩანაწერის გადაგზავნა რეაგირებისთვის), მ.ანიკაშვილი (პროტესტი გამოთქვა მთავრობის გადაწყვეტილებაზე 2010 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის განკუთვნილი ცენტრების ვაუჩერული სისტემით დაფინანსების თაობაზე), დ.ლორთქიფანიძე (ქსნის ¹7 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არსებული ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის თაობაზე), კ.ფრუიძე (განმარტება), ნ.ლალიაშვილი (საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლის მიერ აფხაზეთის ომის გმირის ლევან ბლუიშვილის სასამართლო პროცესის ღირსეულად წარმართვის თაობაზე), დ.ბაქრაძე (კომენტარი), გ.თარგამაძე (გიორგობის დღესასწაულზე საქართველოს პარლამენტის კიბეებიდან აყვანილი სამი მოქალაქის 500 – 500 ლარით დაჯარიმების და ასევე, ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლის გადაადგილების თაობაზე), დ.ბაქრაძე (კომენტარი), გ.ცაგარეიშვილი (თბილისის 41-ე ბაგა-ბაღში მცხოვრები ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობის მძიმე საცხოვრებელი პირობების თაობაზე), დ.ბაქრაძე (განმარტება), გ.მელაძე (განმარტება გ.ცაგარეიშვილის განცხადების თაობაზე), ლ.ვეფხვაძე (კომენტარი წინა გამომსვლელების განცხადებებზე და ასევე, მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ), დ.ბაქრაძე (კომენტარი), ა.მინაშვილი (კომენტარები წინა გამომსვლელების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე), ჯ.ბაღათურია (დევნილების პრობლემებზე, ცოტნე გამსახურდიას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე თავდებით ან გირაოთი და ასევე, ბლოკ «ჯორჯიას» არშემდგარი პროექტის თაობაზე), ზ.მელიქიშვილი (კომენტარები), კ.ხაბაზი (კომენტარი გ.თარგამაძის განცხადებაზე ძეგლთან დაკავშირებით), პ.ცისკარიშვილი (კომენტარები ოპოზიციის განცხადებებზე).
განცხადებების დასრულების შემდეგ კ.ფრუიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
თანამოხსენებით გამოვიდა ო.თოიძე.
მოსაზრებები გამოთქვეს მ.ანიკაშვილმა და პ.კუბლაშვილმა.
Oო.თოიძემ პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ», «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ», «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
გ.ხუროშვილმა III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ოფიციალური სტატისტიკის შესახებ»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საგადასახადო კოდექსში» ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ტყის კოდექსში» ცვლილების შეტანის თაობაზე», «წყლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე».
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
გ.გოდაბრელიძემ III მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი «სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ლ.ვეფხვაძემ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
გ.ახვლედიანმა პარლამენტს შესთავაზა «საქართველოს სამართალდამ- ცავი ორგანოების ცალკეულ თანამშრომელთა მიერ ჩადენილი, გახმაურებული მკვლელობების საქმეთა შემოწმებისა და გამოძიების თაობაზე» საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი. იგი შეეცადა დაესაბუთებინა ამ კომისიის შექმნის აუცილებლობა.
კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე ისაუბრეს: ჯ.ბაღათურიამ, გ.ცაგარეიშვილმა, მ.ანიკაშვილმა, ა.მინაშვილმა.
დ.ლორთქიფანიძემ პროტესტით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს მის მიერ ა.რობაქიძის, ზ.ვაზაგაშვილის, გ.გამცემლიძის მშობლებზე დაშვებული საშვების ანულირების გამო და მოსთხოვა თავმჯდომარეს განმარტება.
დავით ბაქრაძის განმარტებით საშვის მიმღებთა სიაში ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან ერთად იყვნენ ის პიროვნებებიც, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ სახალხოდ შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატებს.
კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა პ.კუბლაშვილი.
ფრაქციის სახელით გამოვიდნენ: ლ.ვეფხვაძე, დ.ლორთქიფანიძე, გ.გაბაშვილი.
უმცირესობის სახელით გამოვიდა გ.თარგამაძე.
უმრავლესობის სახელით – პ.ცისკარიშვილი.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა მომხსენებელი გ.ახვლედიანი.
დ.ძაგნიძემ III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საექიმო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» და «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე».
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ხ.გოგორიშვილმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
გ.მამაცაშვილმა II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
მომხსენებელს შეკითხვით და მოსაზრებით მიმართა ბ.ბუცხრიკიძემ.
გ.მამაცაშვილმა ასევე, II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ამით დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1610 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე.
სხდომას ესწრებოდნენ – ი.ღვალაძე, გ.ხუროშვილი, პ.პეტრიაშვილი.
სხდომა განახლდა გ.წერეთლის განცხადებით. მან ისაუბრა შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, როგორც ყველა ქვეყნისათვის გლობალურ საფრთხეზე.
გ.ხუროშვილმა II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სამშენებლო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ჯ.ბაღათურიამ.
გ.ხუროშვილმა ასევე, II მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «საავტომობილო გზების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
გ.ხუროშვილმა III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი «საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე».
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა გ.თარგამაძემ.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ II მოსმენით წარმოადგინა ჯერ «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის» დარჩენილი 34-ე და 95-ე მუხლები, ხოლო შემდეგ «საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტები III მოსმენით: «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი» (შეკითხვა და მოსაზრება – ბ.ბუცხრიკიძე, გ.ჩახვაძე), «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» (ზ.მელიქიშვილმა ითხოვა ამ კანონპროექტის უკან გაწვევა, რადგან აღნიშნული კანონპროექტი უკვე გათვალისწინებული იქნა «კონტროლის პალატის შესახებ კანონში), «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე», «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე».
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
პ.პეტრიაშვილმა II მოსმენით წარმოადგინა «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტები: «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» და «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
თანამოხსენებით გამოვიდა ზ.მელიქიშვილი.
ი.ღვალაძემ II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
მოსაზრება გამოთქვა ლ.ვეფხვაძემ. ლ.ვეფხვაძის მოსაზრებას განმარტებით უპასუხა ვ.ბალავაძემ.
ფრაქციის სახელით აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ლ.ვეფხვაძემ.
განმარტებებით გამოვიდნენ გ.მელაძე და ზ.მელიქიშვილი.
ი.ღვალაძემ III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
რედაქციული შენიშვნები გამოთქვა ვ.ბალავაძემ.
მომხსენებელმა ასევე, III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროეტები: «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ» (ზ.მელიქიშვილმა ითხოვა ამ კანონპროექტის II მოსმენაზე დაბრუნება), «საბაჟო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ» (ზ.მელიქიშვილმა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტა, რომ მან დაკარგა აქტუალობა და ითხოვა კენჭისყრის დროს ამის გათვალისწინება, ანუ ჩაგდება).
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ი.ღვალაძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვებით და მოსაზრებებით გამოვიდნენ: ზ.მელიქიშვილი, ჯ.ბაღათურია, გ.მელაძე.
მომხსენებელმა გააკეთა განმარტებები.
დაზუსტებისთვის გამოვიდა ჯ.ბაღათურია.
მინისტრის მოადგილემ ასევე, I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მან ასევე, I მოსმენისათვის გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
ზ.დეკანოიძემ პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ასარჩევად წარუდგინა ლაშა ჯუღელის, ოთარ ნადარაიას და არჩილ მესტვირიშვილის კანდიდატურები.
ჯ.ბაღათურიამ ითხოვა კანდიდატებისაგან მათი სამომავლო ხედვების მოსმენა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ.
თანამოხსენებით გამოვიდა ზ.მელიქიშვილი.
ვ.ბალავაძემ წარმოადგინა საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საფინანსო – ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი.
შეკითხვები არ დასმულა.
ლ.თორდიამ I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ა.მინაშვილმა III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
მოსაზრებით და შენიშვნებით გამოვიდა ჩ.თაქთაქიშვილი.
ლ.თორდიამ II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ნოტარიატის შესახებ»
პ.კუბლაშვილმა ითხოვა მე-11 მუხლის გადადება, რაზეც მიიღო მომხსენებლის თანხმობა.
ლ.თორდიამ ასევე, II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები «საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ» და «სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ლ.თორდიამ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე კანონპროექტი «ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ»
საქართველოს
კანონში
ცვლილების და
დამატების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
ლ.თორდიამ ასევე, III მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
კ.ანჯაფარიძემ პარლამენტს I მოსმენით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი «საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ზ.კუკავამ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ზ.კუკავამ II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ»
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ბ.ბუცხრიკიძემ.
ზ.კუკავამ ასევე, II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე», «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
შენიშვნები გამოთქვა ბ.ბუცხრიკიძემ.
საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ გამოცხადდა ათწუთიანი ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 99
კენჭი ეყარა შემდეგ საკითხებს:
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 99 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 5
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 101 მომხრე – 79
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 86
კვორუმი – 52
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 86
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 86
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 84
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 81
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 1
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 84
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
«საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ცალკეულ თანამშრომელთა მიერ ჩადენილი, გახმაურებული მკვლელობების საქმეთა შემოწმებისა და გამოძიების თაობაზე» საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი.
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 17
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 36
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 76
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 84
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სამშენებლო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 83
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 82
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 80
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 84
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საავტომობილო გზების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 81
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 77
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 77
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სამოქალაქო სავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე»
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 84
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 1
__________________________________________________________________________
«საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტები:
«საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი» საქართველოს კანონის პროექტის 34-ე და 95-ე მუხლები, II მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 81
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 79
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 4
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 8
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 44
საქართველოს კანონის პროექტი «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 76
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 69
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 82
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 84
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 86
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 86
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
«საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტები:
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 86
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 81
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 79
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 82
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 80
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს კანონის პროექტის «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ» III მოსმენიდან II მოსმენაზე განსახილველად დაბრუნების თაობაზე»
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 80
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «საბაჟო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 82
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 12
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 34
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 73
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 1
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 76
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 83
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «ლაშა ჯუღელის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ»
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 78
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის