საქართველოს პარლამენტის 2009 წლის რიგგარეშე
სესიის 15 ივლისის პლენარული სხდომის
ო ქ მ ი N 57
სხდომა დაიწყო 12 სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ბაქრაძე, მიხეილ მაჭავარიანი.
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), გ.მამაცაშვილი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე), ი.ღვალაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.
რეგისტრაცია გაიარა 84 პარლამენტის წევრმა, კვორუმი 76
ხელის აწევით, დამტკიცდა წარმოდგენილი დღის წესრიგი.
განცხადებებით გამოვიდნენ: გ.მელაძე (თბილისში პარკირების წესების და ყაზტრანსგაზის მიერ მოსახლეობისათვის მრიცხველების შეცვლის თაობაზე), დ.ბაქრაძე (კომენტარი), გ.როინიშვილი (რუსეთის პრეზიდენტის ცხინვალში ვიზიტის შესახებ), დ.ბაქრაძე (განმარტება), ჯ.ბაღათურია (რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე /დაღუპულთა/ ოჯახებისათვის სოციალური შეღავათების დაწესების თაობაზე), დ.ბაქრაძე (განმარტება), ო.თოიძე (სოციალური შეღავათების შესახებ მომზადებული კანონპროექტის თაობაზე), დ.ბაქრაძე (სთხოვა პარლამენტის წევრებს ომში დაღუპული მებრძოლის, ვახტანგ გზირიშვილის დედის ინიციატივისათვის, ეკლესიის მშენებლობისათვის მატერიალური მხარდეჭერა), ზ.მელიქიშვილი (კომენტარი ჯ.ბაღათურიას განცხადებაზე).
განცხადებების დასრულების შემდეგ ა.გეგენავამ III მოსმენისათვის წარმოადგინა ซსაქართველოს კანონის პროექტი ซსაქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებป
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ხ.გოგორიშვილმა II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ซსაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებป
შეკითხვები არ დასმულა.
გ.მამაცაშვილმა III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ซთბილისის ეროვნული პარკის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზეป
შეკითხვები არ დასმულა.
მ.ზოდელავამ III მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი ซსაქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეป
შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებป
შენიშვნები არ გამოთქმულა.
მ.ზოდელავამ ასევე, წარმოადგინა II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით საქართველოს კანონის პროექტი ซსაქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებป
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები:
ซსააღსრულებო წარმოებათა შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებป, ซსაჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებป საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებป და საქართველოს კანონის პროექტი ซსაავტომობილო ტრანსპორტის შესახებป საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებป
შეკითხვები არ დასმულა.
ა.მინაშვილმა პარლამენტს მსჯელობისთვის წარუდგინა საქართველოს პარლამენტის განცხადება ซრუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტთან დაკავშირებითป
მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს: დ.დარჩიაშვილმა, ჯ.ბაღათურიამ, დ.ბაქრაძემ.
მ.ზოდელავამ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი ซლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეป
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს გ.გოდაბრელიძემ და ლ.ვეფხვაძემ.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა მიხეილ მაჭავარიანმა.
გ.მელაძემ I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ซელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზეป
შეკითხვები არ დასმულა.
გ.არსენიშვილმა II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ซმავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზეป
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს გ.ხუროშვილმა და ა.მინაშვილმა.
ჯ.ბაღათურია მოსაზრება.
მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.
დაზუსტებისთვის გამოვიდნენ: ა.მინაშვილი, გ.თარგამაძე, ლ.ვეფხვაძე.
გ.არსენიშვილმა ასევე, II მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: ซსიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებป
საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზეป, ซმაუწყებლობის შესახებป საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზეป და ซსაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზეป
მოსაზრება გამოთქვა მ.ზოდელავამ.
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს გ.ხუროშვილმა და ა.მინაშვილმა.
კანონპროექტის განხილვა დასრულდა დათქმით (სადაო მუხლი გადაიდო).
ლ.თორდიამ II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ซსაქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზეป
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი ซგეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეป
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე ასევე, II მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ซსახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეป
შეკითხვები არ დასმულა.
ლ.თორდიამ II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ซსაჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეป
თანამოხსენებით გამოვიდნენ გ.ხუროშვილი და ზ.მელიქიშვილი.
მომხსენებელმა ასევე, II მოსმენით, პუნქტობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ซსაინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებป საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებป
ფრაქციის სახელით გამოვიდა გ.ჩახვაძე.
ლ.თორდიამ ასევე, II მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტთა პაკეტი: ซუცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებป, ซსახელმწიფო ბაჟის შესახებป საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზეป და ซსაკონსულო მოსაკრებლის შესახებป საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზეป.
შეკითხვები არ დასმულა.
ა.მინაშვილმა II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ซყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზეป
შეკითხვები არ დასმულა.
ზ.დეკანოიძემ პარლამენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა ნუგზარ სხირტლაძის კანდიდატურა.
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე პარლამენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა მაია ვაჩაძის კანდიდატურა.
შეკითხვები არ დასმულა.
ზ.დეკანოიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი ซსაქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებป საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზეป
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: თ.დიასამიძემ, ჯ.ბაღათურიამ, ლ.ვეფხვაძემ.
თანამოხსენებით გამოვიდა ხ.გოგორიშვილი.
ამით დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1610 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ბაქრაძე, ლევან ვეფხვაძე, მიხეილ მაჭავარიანი.
სხდომას ესწრებოდნენ გ. ხუროშვილი, ი.ღვალაძე, ზ.დეკანოიძე, პ.პეტრიაშვილი.
ვ.ხუხუნაიშვილმა II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ซბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებป
შენიშვნა გამოთქვა გ.ხუროშვილმა.
ი.ღვალაძემ II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ซსაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებป
შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს: გ.ჩახვაძემ, ლ.ვეფხვაძემ, ჯ.ბაღათურიამ, ზ.მელიქიშვილმა, გ.მელაძემ, გ.გოდაბრელიძემ, მ.ზოდელავამ, ვ.ბალავაძემ, ე.კვერნაძემ, გ.ახვლედიანმა, გ.ხუროშვილმა.
მანვე II მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: ซსაქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებป, ซსაქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებป საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზეป, ซმოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებป საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზეป (გადაიდო პირველი მუხლის პირველი პუნქტი).
ი.ღვალაძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი ซმომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებป საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეป
შეკითხვები არ დასმულა.
დავით ბაქრაძემ პარლამენტის წევრებს გააცნო საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ซპოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებป. დეპუტატები დაეთანხმნენ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებას პოლიტიკური დებატების პარასკევს დანიშვნის შესახებ. გადაწყდა დებატების დაწყება 14 საათზე.
პ.კუბლაშვილმა პარლამენტს II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი ซშეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებป
მომხსენებელმა გამოთქვა მზადყოფნა განემარტა რა ცვლილება განიცადა თითოეულმა მუხლმა I მოსმენის შემდეგ.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა მიხეილ მაჭავარიანმა.
მომხსენებელს შეკითხვებით და მოსაზრებებით მიმართეს: კ.ხაბაზმა, ლ.ვეფხვაძემ, ჯ.ბაღათურიამ, თ.დიასამიძემ, პ.დავითაიამ, ლ.ვეფხვაძემ, გ.ჩახვაძემ, გ.თარგამაძემ, ჩ.თაქთაქიშვილმა, პ.ცისკარიშვილმა, გ.ახვლედიანმა, ა.მინაშვილმა.
სხდომის დრო გაგრძელდა 21 საათამდე.
მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს. ასევე, შემდეგ დააზუსტა პასუხები.
კომიტეტის სახელით გამოვიდა გ.არსენიშვილი.
ცალკეული დეპუტატებიდან გამოვიდა გ.ჩახვაძე.
ფრაქციის სახელით გამოვიდნენ: ლ.ვეფხვაძე, ლ.თორდია, პ.დავითაია.
უმცირესობის სახელით გ.თარგამაძე.
უმრავლესობის სახელით კ.ხაბაზი და პ.ცისკარიშვილი (დრო გაიყვეს).
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა პ.კუბლაშვილი.
პ.კუბლაშვილმა II მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი ซპოლიციის შესახებป საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეป
მას შეკითხვებით მიმართეს ლ.ვეფხვაძემ და დ.ლორთქიფანიძემ.
მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.
დაზუსტებისთვის გამოვიდნენ ლ.ვეფხვაძე და დ.ლორთქიფანიძე.
პ.კუბლაშვილმა დააზუსტა პასუხები.
ცალკეული დეპუტატებიდან გამოვიდნენ ჩ.თაქთაქიშვილი და ჯ.ბაღათურია.
ფრაქციის სახელით გ.ახვლედიანი, ლ.თორდია, დ.ლორთქიფანიძე.
უმცირესობის სახელით ლ.ვეფხვაძე.
უმრავლესობის სახელით გ.გაბაშვილი და დ.დარჩიაშვილი.
პ.კუბლაშვილმა II მოსმენით წარმოადგინა ასევე, გამომდინარე კანონპროექტი ซსაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებป
მას შეკითხვებით მიმართეს: დ.ლორთქიფანიძემ, ჯ.ბაღათურიამ, ლ.ვეფხვაძემ, გ.თარგამაძემ, გ.ჩახვაძემ.
მოსაზრება გამოთქვეს პ.დავითაიამ და კ.ხაბაზმა. განმარტებით გამოვიდა ჩ.თაქთაქიშვილი.
კომიტეტის სახელით გამოვიდა გ.არსენიშვილი.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი ალტერნატიული წინადადება წარმოადგინა ჯ.ბაღათურიამ.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა ლევან ვეფხვაძემ.
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს კ.ხაბაზმა და ზ.მელიქიშვილმა.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა მიხეილ მაჭავარიანმა.
ასევე, შეკითხვებით წარსდგნენ დ.ლორთქიფანიძე და ლ.ვეფხვაძე.
ჯ.ბაღათურიამ უპასუხა შეკითხვებს.
შეკითხვები დააზუსტეს ზ.მელიქიშვილმა, პ.ცისკარიშვილმა, გ.არსენიშვილმა.
ფრაქციის სახელით გამოვიდა გ.ახვლედიანი.
უმცირესობის სახელით ლ.ვეფხვაძე.
სხდომა დასრულდა.
ญญญญญญญญญญญญญญญญญญญญญ