საქართველოს პარლამენტის 2009 წლის რიგგარეშე
სესიის 16 ივლისის პლენარული სხდომის
ო ქ მ ი N 58
სხდომა დაიწყო – 1115 სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – მიხეილ მაჭავარიანი.
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ზ.დეკანოიძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ი.ღვალაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე).
რეგისტრაცია გაიარა – 86 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
პარლამენტის წევრებმა გ.თარგამაძის თხოვნით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული სამი ქართველი ახალგაზრდის და ირანში ავიაკატასტროფაში დაღუპული სომხეთის მოქალაქეების, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქის ხსოვნას.
სხდომა დაიწყო წინა საღამოს შეწყვეტილი გამოსვლების გაგრძელებით, რომელიც შეეხებოდა ჯ.ბაღათურიას მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ წინადადებას საქართველოს კანონის პროექტზე «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
ფრაქციის სახელით გამოვიდა დ.ლორთქიფანიძე. მ.მაჭავარიანი (დაზუსტება).
უმცირესობის სახელით გამოვიდა ლ.ვეფხვაძე.
უმრავლესობის სახელით – პ.ცისკარიშვილი.
ჯ.ბაღათურიამ განაცხადა, რომ ის და პ.მამრაძე პროტესტის ნიშნად ტოვებენ დარბაზს და აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
უმცირესობის სახელით იგივე განცხადება პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვების შესახებ გააკეთა გ.თარგამაძემ.
მ.მაჭავარიანი (კომენტარი), პ.ცისკარიშვილი (მოსაზრება ოპოზიციის გამოსვლასთან დაკავშირებით).
პარლამენტის წევრებმა ხელის აწევით თანხმობა განაცხადეს კენჭისყრის პროცედურების ჩატარებაზე.
ჩატარდა რეგისტრაცია – 88 პარლამენტის წევრი,
კვორუმი – 76
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს კანონის პროექტი «ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
კ.ანჯაფარიძის შენიშვნების გათვალისწინებით
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 71
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
III მოსმენა
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 76
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «სახალხო დამცველის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 77
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია –
92 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
__________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «სახალხო დამცველის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
III მოსმენა
რეგისტრაცია –
92 მომხრე – 82
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ»
III მოსმენა
რეგისტრაცია –
92 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 92 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
____________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
III მოსმენა
რეგისტრაცია – 92 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________9.
საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 92 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 92 მომხრე – 78
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის განცხადება «რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლასთან დაკავშირებით»
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 84
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 68
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 66
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 76
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 72
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 68
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 71
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საკონსულო მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 80
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «ნუგზარ სხირტლაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე არჩევის შესახებ»
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 82
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «მაია ვაჩაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე არჩევის შესახებ»
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 83
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 1
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 74
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» II მოსმენა (1-ლი მუხლის მე-14 პუნქტის გარეშე)
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» II მოსმენა (1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის გარეშე)
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 71
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 72
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 72
კვორუმი – 50 წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ»
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 82
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს პარლამენტის წევრის ჯონდო ბაღათურიას ალტერნატიული წინადადება საქართველოს კანონის პროექტზე «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 1
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 51
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» II მოსმენა (1-ლი მუხლის მე-4, მე-5 და მე-13 პუნქტების გარეშე)
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1615 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე.
სხდომას ესწრებოდნენ – კ.ბაინდურაშვილი (ფინანსთა მინისტრი), გ.ხუროშვილი, ზ.დეკანოიძე.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებს აცნობა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის თაობაზე. დ.ბაქრაძემ სთხოვა ფრაქციებს, უმცირესობას და უმრავლესობას გამოეთქვათ თავიანთი პოზიცია ამ სტუმრობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: ლ.ვეფხვაძემ, დ.ლორთქიფანიძემ, ჯ.ბაღათურიამ, პ.კუბლაშვილმა, გ.თარგამაძემ (შესთავაზა პარლამენტს დებატების საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხით გადაცემა პირდაპირ ეთერში).
გ.ჩახვაძემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ უმცირესობა პარლამენტის განცხადებაზე კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ უმცირესობის ყველა წარმომადგენელი უერთდება პარლამენტის გადაწყვეტილებას. ლ.ვეფხვაძე (იგივე საკითხზე), მ.მაჭავარიანი (კომენტარი).
დღის წესრიგთან დაკავშირებით გამოვიდნენ: მ.ზოდელავა (ითხოვა კომიტეტის სხდომაზე უკვე განხილული საკითხების დღის წესრიგში დამატება), ჯ.ბაღათურია (ითხოვა დღის წესრიგიდან საქართველოს კანონის პროექტის «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი» ამოღება), დ.ბაქრაძე (განმარტება), დ.ლორთქიფანიძე (ითხოვა აღნიშნული კოდექსის განხილვის გადადება), პ.კუბლაშვილი (დაასაბუთა, რატომ არ უნდა გადაიდოს კოდექსის განხილვა), ზ.მელიქიშვილი (ითხოვა დღის წესრიგში საკითხების დამატება), გ.მელაძე (ითხოვა «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის დღის წესრიგში დამატება), ა.მინაშვილი (ითხოვა დადგენილების განხილვის გადატანა, რომელიც ეხებოდა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის შექმნას), ლ.თორდია (ითხოვა საკითხის დამატება), ზ.დეკანოიძე (საკითხის დამატება).
კ.ბაინდურაშვილმა II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტის «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» 1-ლი მუხლის მე-14 პუნქტი.
დ.ბაქრაძე (კომენტარი)
მომხსენებელს შეკითხვებით და მოსაზრებებით მიმართეს პ.კუბლაშვილმა და გ.ჩახვაძემ.
თანამოხსენებით გამოვიდა ზ.მელიქიშვილი.
ცალკეული დეპუტატებიდან გამოვიდნენ ლ.ვეფხვაძე და ჯ.ბაღათურია.
უმრავლესობის სახელით სიტყვით გამოვიდა პ.ცისკარიშვილი.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტს მოახსენა საქართველოს პრეზიდენტის თხოვნის შესახებ პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ითხოვა დებატების რამოდენიმე დღით გადადება.
ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს: ლ.ვეფხვაძემ, ჯ.ბაღათურიამ, პ.კუბლაშვილმა, პ.ცისკარიშვილმა, დ.ლორთქიფანიძემ, დ.ბაქრაძემ. იურიდიულ დეპარტამენტს დაევალა დებატების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით ახალი დადგენილების მომზადება.
კ.ბაინდურაშვილმა III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
მან ასევე, II მოსმენით წარმოადგინა წინა სხდომაზე გადადებული საქართველოს კანონის პროექტის «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი.
თანამოხსენებით გამოვიდა ზ.მელიქიშვილი.
ფინანსთა მინისტრმა ამის შემდეგ III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ», «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» და «მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
პ.კუბლაშვილმა II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
პ.პეტრიაშვილმა პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ»
შენიშვნით გამოვიდა გ.გოდაბრელიძე.
შეკითხვები არ დასმულა.
გ.ხუროშვილმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წაუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
ა.მინაშვილმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ» საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის
N209-რს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
ზ.დეკანოიძემ II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
ლ.თორდიამ II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ»
შენიშვნები გამოთქვა ხ.გოგორიშვილმა (მე-12, 22-ე და 24-ე მუხლები)
მომხსენებელი დაეთანხმა შენიშვნებს და აღუთქვა III მოსმენის დროს მათი გათვალისწინება.
გ.ხუროშვილმა ასევე, შესთავაზა ინიციატორს 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ახლებური რედაქცია.
საბოლოოდ საკითხი განხილულ იქნა დათქმით - 1-ლი მუხლის 26-ე პუნქტის გარეშე.
ლ.თორდიამ ასევე, II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ»
გ.ხუროშვილმა მთელ პაკეტთან დაკავშირებით დააფიქსირა მთავრობის პოზიცია.
გ.მელაძემ II მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» მუხლობრივად.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა ჯ.ბაღათურიამ.
ა.მინაშვილმა I მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «დიპლომატიური სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
თანამოხსენებით გამოვიდა გ.ხუროშვილი.
მ.ცქიტიშვილმა II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ზ.დეკანოიძემ პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა «საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტი)»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე», მუხლობრივი განხილვით.
მოსაზრება გამოთქვა თ.დიასამიძემ. ე.კვერნაძე (შეკითხვა).
ცალკეული დეპუტატებიდან გამოვიდა გ.ჩახვაძე.
უმრავლესობის სახელით – გ.გაბაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს გააცნო დადგენილების პროექტი პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის თაობაზე. დადგენილების მიხედვით დებატები დაინიშნა 20 ივლისს.
ამით განსახილველი საკითხები ამოიწურა.
სხდომა დასრულდა.