საქართველოს პარლამენტის 2008 წლის რიგგარეშე
სესიის 23 დეკემბრის პლენარული სხდომის
ო ქ მ ი N 40
სხდომა დაიწყო – 1110 სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე.
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ი.ღვალაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), ლ.ბეჟაშვილი (კონტროლის პალატის თავმჯდომარე), ზ.დეკანოიძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ნ.გილაური (ფინანსთა მინისტრი), ვ.პეტრიაშვილი (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), პ.პეტრიაშვილი (ფინანსთა მინისტრის I მოადგილე).
რეგისტრაცია გაიარა – 84 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
დავით ბაქრაძემ პარლამენტის წევრებს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება
N876 საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.
გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. რიგგარეშე სესია გახსნილად გამოცხადდა.
დეპუტატებმა ხელის აწევით დაამტკიცეს დღის წესრიგი.
განცხადებებით გამოვიდნენ: ლ.ვეფხვაძე (გაზეთ «კომერსანტში» გამოქვეყნებული სტატიის თაობაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. მოითხოვა შესაბამისი უწყებებისგან ინფორმაციის მიწოდება), დ.ბაქრაძე (დავალება საორგანიზაციო დეპარტამენტს), ო.თოიძე (მედიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით მილოცვა მედიკოსებს), დ.ბაქრაძე (შეუერთდა მილოცვას), პ.კუბლაშვილი (ტელეკომპანია «კავკასიის» ეთერში კ.გუნცაძის გამოსვლასთან დაკავშირებულ ინციდენტზე), დ.დარჩიაშვილი (იგივე თემაზე), დ.ბაქრაძე (კომენტარი), ჯ.ბაღათურია (კ.გუნცაძის ინციდენტსა და რუსეთ – საქართველოს ურთიერთობის შესახებ), დ.დარჩიაშვილი (კომენტარი ჯ.ბაღათურიას გამოსვლის თაობაზე), მ.მაჭავარიანი (რუსეთ – საქართველოს ურთიერთობაზე), ჯ.ბაღათურია (პასუხი დ.დარჩიაშვილს), დ.ბაქრაძე (განმარტება), ლ.ვეფხვაძე (პასუხი მ.მაჭავარიანს), პ.დავითაია (კონფლიქტის ზონაში ეუთოს მისიის შეწყვეტის თაობაზე), გ.ჩახვაძე (რუსეთ – საქართველოს ურთიერთობაზე), შ.მალაშხია (იგივე თემაზე), დ.ბაქრაძე, რ.კერვალიშვილი (შემაჯამებელი სიტყვა), დ.ბაქრაძე (კომენტარი).
განცხადებების დასრულების შემდეგ ლ.ბეჟაშვილმა პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «კონტროლის პალატის შესახებ»
შენიშვნები გამოთქვეს ბ.ბუცხრიკიძემ და ზ.მელიქიშვილმა.
ლ.ბეჟაშვილმა ასევე, III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» და «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის თაობაზე»
ზ.მელიქიშვილმა, დ.ბაქრაძემ და გ.თარგამაძემ მადლობა გადაუხადეს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებით ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და მთლიანად გაწეული მუშაობისათვის.
ფინანსთა მინისტრის გამოსვლის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ აცნობა დეპუტატებს, რომ პარლამენტმა გაითვალისწინა «ქამრების შემოჭერის» რეკომენდაცია და ეკონომიის ხარჯზე 2 მილიონი ლარი დაუბრუნა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ნ.გილაურმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
მოსაზრება გამოთქვა გ.მელაძემ.
ო.თოიძემ პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
მანვე II მოსმენით წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტი «შვილად აყვანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
ა.მინაშვილმა II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ყოფილი სსრკ-ის მიერ XX
საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
მომხსენებელს შეკითხვებით და მოსაზრებებით მიმართეს: დ.ლორთქიფანიძემ, ლ.თორდიამ, ლ.ვეფხვაძემ, გ.არსენიშვილმა.
მ.ზოდელავამ II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ვ.პეტრიაშვილმა პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა შეთანხმება «საქართველოს მთავრობასა და ირლანდიის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
ზ.დეკანოიძემ პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა «ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც მოქმედებს «ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის» სახით, და საქართველოს მთავრობას შორის დადებული «ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის» პირველი შესწორება.
შეკითხვები არ დასმულა.
ვ.პეტრიაშვილმა წარმოადგინა «საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ» კონვენციასთან საქართველოს შეერთების საკითხი»
შეკითხვები არ დასმულა.
თ.წურწუმიამ II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენით წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ლ.ვეფხვაძემ. განმარტებით გამოვიდა გ.მელაძე.
დაზუსტებისთვის გამოვიდნენ ლ.ვეფხვაძე და გ.თარგამაძე.
ცალკეული დეპუტატებიდან სიტყვით გამოვიდა ლ.ვეფხვაძე.
გ.გოდაბრელიძე (პროცედურაზე «საგადასახადო კოდექსთან» დაკავშირებით), ვ.პეტრიაშვილი (განმარტება), დ.ბაქრაძე (შენიშვნა მთავრობას).
გ.ხუროშვილმა III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სამშენებლო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით გამოიტანა თანმდევი კანონპროექტი «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
გ.ხუროშვილმა ასევე III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
დ.გვინდაძემ რატიფიცირებისათვის წარმოადგინა «საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი) სასესხო ხელშეკრულება»
შეკითხვები არ დასმულა.
გ.ხუროშვილმა ითხოვა კანონპროექტთა პაკეტის: «სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» III მოსმენით დღის წესრიგიდან მოხსნა და II მოსმენაზე მათი დაბრუნება.
მოსაზრებას დაეთანხმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც.
დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1615 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა – მიხეილ მაჭავარიანი, დავით ბაქრაძე.
სხდომას ესწრებოდნენ – გ.ხუროშვილი, ზ.დეკანოიძე.
გ.ხუროშვილმა I მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
მომხსენებელმა ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტების პაკეტი: «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ», «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ», «ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ», «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ» კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ» და «იურიდიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა დავით ბაქრაძემ.
გ.ხუროშვილმა III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საზღვაო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
ლ.თორდიამ II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» მუხლობრივი განხილვით.
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენით წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტი «ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» მუხლობრივად.
შენიშვნები გამოთქვეს გ.ხუროშვილმა და პ.კუბლაშვილმა.
მოსაზრებები გამოთქვეს გ.მელაძემ და დ.დარჩიაშვილმა.
ზ.დეკანოიძემ განსახილველად წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2008 წლის 22 დეკემბრის
N1/407 მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტები:
ა) «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»
ბ) «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
გ) «საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ»
დ) «საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ»
ე) «სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
ვ) «საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
ზ) «საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
თ) «საავტომობილო გზების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
ი) «ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
პ.კუბლაშვილმა ითხოვა დღის წესრიგში I მოსმენით კანონპროექტის «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» დამატება, რაზეც მიიღო პარლამენტის წევრების და თავმჯდომარის დასტური.
გ.მელაძემ I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ»
თანამოხსენებით გამოვიდა პ.კუბლაშვილი.
ცალკეული დეპუტატებიდან შეკითხვებით და მოსაზრებებით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, მ.მაჭავარიანი, გ.წერეთელი, ლ.თორდია, ნ.ერგემლიძე.
მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.
დაზუსტებისთვის გამოვიდა ჯ.ბაღათურია.
პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა კანონპროექტის ინიციატორებს დამატებითი კონსულტაციების გავლა.
გ.მელაძემ ასევე, I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ»
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ჯ.ბაღათურიამ.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა მიხეილ მაჭავარიანმა.
გ.მელაძემ I მოსმენით წარმოადგინა ბოლო გამომდინარე კანონპროექტი «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
გ.იმნაძემ II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი «გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ლ.თორდიამ I მოსმენისათვის წარმოადგინა დღის წესრიგში დამატებული საკითხი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა დ.დარჩიაშვილმა.
თანამოხსენებით გამოვიდნენ პ.კუბლაშვილი და ზ.მელიქიშვილი.
ცალკეული დეპუტატებიდან გამოვიდნენ ჯ.ბაღათურია და გ.ჩახვაძე.
განმარტებებით გამოვიდნენ ზ.მელიქიშვილი და მ.მაჭავარიანი.
ლ.თორდიამ წარმოადგინა დილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დადგენილება «საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (N07-2/29, 21.11.2008) «სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის პროექტების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე»
სხდომის თავმჯდომარემ საყვედური გამოთქვა ვ.ხუხუნაიშვილის დარბაზში არ ყოფნის, და მისი უცხოეთში ხანგრძლივი მოგზაურობების გამო, რადგან ეს იწვევს კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის შეფერხებას.
კენჭისყრის პროცედურებამდე გამოცხადდა შესვენება.
შესვენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 90 პ.წ.
ზ.ბუცხრიკიძემ ითხოვა გ.ჩახვაძის საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში შეყვანა, რაზეც მიიღო პარლამენტის თანხმობა.
კენჭი ეყარა შემდეგ განხილულ საკითხებს:
საქართველოს კანონის პროექტი «სამშენებლო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 90 მომხრე – 82
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 90 მომხრე – 82
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი გურამ ჩახვაძის საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიის წევრად დამტკიცების თაობაზე»
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 89
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 87
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საზღვაო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 83
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
რეგისტრაცია – 99 მომხრე – 87
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 99 მომხრე – 88
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «შვილად აყვანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 87
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ყოფილი სსრკ-ის მიერ XX
საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 82
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 89
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს მთავრობასა და ირლანდიის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ» შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 91
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც მოქმედებს «ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის» სახით, და საქართველოს მთავრობას შორის დადებული «ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის» პირველი შესწორების რატიფიცირების თაობაზე»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 86
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 1
_______________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ» კონვენციასთან საქართველოს შეერთების თაობაზე»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 84
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 86
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 83
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 3
___________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი) სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 85
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 1
_______________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (¹07-2/29, 21.11.2008) «სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის პროექტების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 78
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 87
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 85
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________
საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2008 წლის 22 დეკემბრის
N1/407 მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტები:
ა) «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 85
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
ბ) «საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 81
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 1
გ) «საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 85
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
დ) «საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 87
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
ე) «სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 81
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
ვ) «საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 79
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
ზ) «საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 81
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 1
თ) «საავტომობილო გზების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 75
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
ი) «ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 81
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 83
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 2
საქართველოს კანონის პროექტი «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 82
კვორუმი – 51 წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 78
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 3
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 86
კვორუმი – 52
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 83
კვორუმი – 52
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ I მოსმენა
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 79
კვორუმი – 52
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 80
კვორუმი – 52
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 80
კვორუმი – 52
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 84
კვორუმი – 52
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 80
კვორუმი – 52
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ» კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 82
კვორუმი – 52
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «იურიდიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 85
კვორუმი – 52
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 93
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 0
სხდომა დასრულდა.