საქართველოს პარლამენტის 2008 წლის რიგგარეშე
სესიის 30 დეკემბრის პლენარული სხდომის
ო ქ მ ი N 42
სხდომა დაიწყო – 1110 სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდნენ – დავით ბაქრაძე, გიორგი წერეთელი.
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ი.ღვალაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), ზ.დეკანოიძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ა.კვიტაშვილი (ჯანდაცვის მინისტრი), ბ.კვეზერელი (სოფლის მეურნეობის მინისტრი), დ.ტყეშელაშვილი, ნ.გილაური (ფინანსთა მინისტრი), პ.პეტრიაშვილი (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე).
რეგისტრაცია გაიარა – 93 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
პარლამენტის წევრებმა ხელის აწევით ხმა მისცეს პარლამენტის ბიუროზე დამტკიცებულ დღის წესრიგს.
განცხადებებით გამოვიდნენ: გ.ახვლედიანი (დევნილი მოსახლეობის მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების თაობაზე), ჯ.ბაღათურია (საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, რუსეთისგან მოსალოდნელ პროვიკაციებზე), გ.ცაგარეიშვილი (სამტრედიაში ჩასახლებული დევნილების პრობლემებზე), დ.ბაქრაძე (ითხოვა სხდომის საოქმო ჩანაწერის გაგზავნა შესაბამის უწყებებში და დევნილების პრობლემების მოგვარება).
განცხადებების დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ». მან ისაუბრა მთავრობის მიერ მოკლე დროში შემუშავებულ 18-თვიან პროგრამაზე, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან დაცვის სტრატეგიაზე, სოციალური დაცვის პაკეტებზე, დარგების მიხედვით ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებაზე.
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: ხ.ოჩიაურმა (განათლების სამინისტროსათვის ზოგიერთი პროგრამის დაფინანსების თაობაზე), მ.ანიკაშვილმა (ონკოლოგიური პროგრამების დაფინანსებასა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის შესახებ), გ.თარგამაძემ (საქართველოში უმუშევართა რაოდენობის, სამომხმარებლო კალათის და ევრობაზარზე ქართული პროდუქტის შეღწევადობის ხარისხის თაობაზე), გ.გოდაბრელიძემ, ჯ.ბაღათურიამ (სადაზღვევო კომპანიების მომსახურების გაძვირების და გადაზიდვების ბიზნესის პრობლემების შესახებ), გ.წერეთელმა (ურგენტული პროგრამების პრობლემებზე და 2010 წლისთვის დაგეგმილი საქართველოს მოსახლეობის აღწერის თანხების ბიუჯეტში გათვალისწინების შესახებ), ვ.ბალავაძემ (ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით), ლ.ვეფხვაძემ (აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სწავლის დაფინანსების და საქართველოში სამუშაო ადგილების ტოტალური შემცირების თაობაზე), გ.მელაძემ (თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების დეცენტრალიზაციის თაობაზე), გ.თორთლაძემ (ოჯახებისთვის, რომლებმაც აფხაზეთის ომში და აგვისტოს მოვლენების დროს დაკარგეს ოჯახის წევრები ბიუჯეტში კომპენსაციების გათვალისწინების თაობაზე), ო.თოიძემ (ინფექციური დაავადებების და პირველადი ჯანდაცვის პროგრამების თაობაზე), გ.თორთლაძე (კომენტარი ო.თოიძის გამოსვლასთან დაკავშირებით), დ.ბაქრაძე (განმარტება), გ.ახვლედიანმა («ჭიათურმანგანუმის» კრედიტორებზე და რეგრესის პენსიონერების თაობაზე), გ.ჩახვაძემ (საქართველოში ჯანდაცვის სფეროში არსებული დაფინანსების მოდელის რაობის შესახებ), დ.ბაქრაძე (კომენტარი), ბ.ბუცხრიკიძე (თბილისის და
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში და ძეგვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში შტატების შემცირების და ქუთაისში კონტროლის პალატის გადასვლასთან დაკავშირებით გასაწევი ხარჯების თაობაზე).
დაზუსტება – გ.ჩახვაძე, გ.წერეთელი, ჯ.ბაღათურია.
მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.
დაზუსტებისთვის გამოვიდნენ: ლ.ვეფხვაძე, გ.გოდაბრელიძე, გ.თორთლაძე, გ.ახვლედიანი, მ.ანიკაშვილი, გ.თარგამაძე.
ცალკეული პარლამენტის წევრებიდან ბიუჯეტთან დაკავშირებით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, მ.ანიკაშვილი, ლ.ვეფხვაძე, გ.გოდაბრელიძე, პ.ცისკარიშვილი.
ფრაქციის სახელით გამოვიდნენ გ.ჩახვაძე და გ.ცაგარეიშვილი.
სხდომის დრო გაგრძელდა განსახილველი საკითხების დასრულებამდე.
უმცირესობის სახელით გამოვიდა გ.თარგამაძე.
უმრავლესობის სახელით - ზ.მელიქიშვილი.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი.
ასევე, ზოგიერთი შეკითხვის პასუხის დასაზუსტებლად გამოვიდნენ ჯანდაცვის მინისტრი ა.კვიტაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბ. კვეზერელი.
ბიუჯეტის განხილვა დასრულდა.
ლ.თორდიამ II მოსმენისათვის წარმოადგინა წინა სხდომაზე გადადებული «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით წარმოდგენილი 30-ე მუხლი
მოსაზრებებით გამოვიდნენ: გ.ჩახვაძე, ჯ.ბაღათურია, პ.კუბლაშვილი, გ.თორთლაძე, დ.ბაქრაძე (კომენტარი).
ლ.თორდიამ III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შენიშვნებით გამოვიდა პ.კუბლაშვილი.
პ.პეტრიაშვილმა III მოსმენით წარმოადგინა ბიუჯეტიდან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე», «ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე», «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
პ.კუბლაშვილმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ» საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-1/73, 29.12.2008) გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე»
მან დეპუტატებს გააცნო კომისიის შემადგენლობა.
ლ.თორდიამ პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ»
მანვე III მოსმენით წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტები «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ» და «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
პ.კუბლაშვილი (დაზუსტება)
პარლამენტის თავმჯდომარის მითითებით დარგობრივ კომიტეტს საოქმო ამონაწერით დაევალა აღნიშნული საკითხის შესრულებაზე კონტროლის გაწევა.
გ.ხუროშვილმა III მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ»
მანვე III მოსმენით წარმოადგინა თანმდევ კანონპროექტთა პაკეტი: «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ», «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ», «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ», «ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ», «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ» კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ» და «იურიდიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ი.ღვალაძემ III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და საქართველოს კანონის პროექტი «საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
ზ.დეკანოიძემ პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა «საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმება (საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთათვის დაახლოებით 300 ქვის (ბლოკის) სახლის აშენების შესახებ პროექტის განხორციელება)»
შეკითხვები არ დასმულა.
ამით დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1610 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდნენ – დავით ბაქრაძე, გიორგი წერეთელი.
სხდომას ესწრებოდა – საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.
სხდომა განახლდა სახალხო დამცველის მოხსენებით «საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ» (2008 წლის პირველი ნახევარი).
საკმაოდ ვრცელი მოხსენების შემდეგ მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: ხ.გოგორიშვილმა (პროცედურაზე), ე.ხერხეულიძემ, გ.ჩახვაძემ, ჯ.ბაღათურიამ, ხ.გოგორიშვილმა, პ.კუბლაშვილმა, ა.მინაშვილმა, ლ.ვეფხვაძემ, ჩ.თაქთაქიშვილმა, გ.ცაგარეიშვილმა, პ.დავითაიამ, დ.დარჩიაშვილმა, დ.ლორთქიფანიძემ, პ.ცისკარიშვილმა, გ.თარგამაძემ.
სახალხო დამცველმა უპასუხა შეკითხვებს.
დაზუსტებისთვის გამოვიდნენ: გ.ცაგარეიშვილი, ჯ.ბაღათურია, ა.მინაშვილი, დ.დარჩიაშვილი, დ.ლორთქიფანიძე, რ.სამყურაშვილი.
სახალხო დამცველმა დააზუსტა პასუხები.
თანამოხსენებით გამოვიდა გ.არსენიშვილი.
ცალკეული დეპუტატებიდან სიტყვით გამოვიდნენ: პ.მამრაძე, ჯ.ბაღათურია, ჩ.თაქთაქიშვილი, გ.ცაგარეიშვილი, მ.ანიკაშვილი, ა.მინაშვილი, პ.კუბლაშვილი, ლ.ვეფხვაძე, ლ.თორდია, დ.ლორთქიფანიძე, გ.თარგამაძე, რ.კერვალიშვილი.
ფრაქციების სახელით გამოვიდნენ გ.თორთლაძე და გ.ახვლედიანი.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გიორგი წერეთელმა.
უმცირესობის სახელით – გ.თარგამაძე.
უმრავლესობის სახელით გამოვიდა დ.დარჩიაშვილი.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შეწყალების კომისიას, სახალხო დამცველის აპარატს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, გაწეული ძალიან დიდი მოცულობის შრომისათვის, რომელიც განახორციელეს შეწყალების და ამნისტიის აქტების მოსამზადებლად.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა სოზარ სუბარი.
დ.ბაქრაძემ პარლამენტს შესთავაზა ორი დადგენილების პროექტი –
«2008 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ» საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე» და «საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისა და მისი საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის გადაცემის შესახებ»
ჯ.ბაღათურიამ შესთავაზა პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის რეგლამენტიდან წაუკითხა 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
ლ.ვეფხვაძემ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი და მოუწოდა პარლამენტს «ქრისტიან-დემოკრატების» მიერ წარმოდგენილი დოკუმენტისათვის მხარდაჭერა.
განხილვები დასრულდა.
კენჭისყრის პროცედურების დაწყების წინ ჩატარდა რეგისტრაცია – 111 პარლამენტის წევრი, კვორუმი - 76
კენჭი ეყარა შემდეგ საკითხებს:
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ» ევროპის საბჭოს 1979 წლის 19 სექტემბრის კონვენციასთან საქართველოს შეერთების თაობაზე»
რეგისტრაცია – 112 მომხრე – 109
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 116 მომხრე – 84
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 5
საქართველოს კანონის პროექტი «რეკლამის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 92
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 2
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ» საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 10 ოქტომბრის ¹ 340-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე»
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 103
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 1
_______________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ» საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
(07-1/73, 29.12.2008) გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე»
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 112
კვორუმი – 60 წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ»
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 102
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 13
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 100
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 6
საქართველოს კანონის პროექტი «შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 100
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 3
საქართველოს კანონის პროექტი «მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 100
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 98
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 97
კვორუმი – 70 წინააღმდეგი _ 4
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 96
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ» ერთი მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 96
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ» ერთი მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 91
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ» ერთი მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 96
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ» ერთი მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 96
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 2
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 94
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 7
საქართველოს კანონის პროექტი «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 95
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 7
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 89
კვორუმი – 60 წინააღმდეგი _ 4
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 96
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 4
საქართველოს კანონის პროექტი «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 93
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 104
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია –
118 მომხრე – 94
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ფსიქიატრიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 96
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 95
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ» კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 93
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «იურიდიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118
მომხრე – 92
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 3
__________________________________________________________________________
«მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით წარმოდგენილი 30-ე მუხლი II მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 109
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 111
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 90
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 5
საქართველოს კანონის პროექტი «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 85
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 3
საქართველოს კანონის პროექტი «საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 92
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 3
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმების (საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთათვის დაახლოებით 300 ქვის (ბლოკის) სახლის აშენების შესახებ პროექტის განხორციელება)» რატიფიცირების თაობაზე»
რეგისტრაცია –
118 მომხრე –
105
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისა და მისი საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის გადაცემის შესახებ»
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 20
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 55
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «2008 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ» საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე»
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 90
კვორუმი – 60
წინააღმდეგი _ 13
სხდომა დასრულდა.
რიგგარეშე სესია დაიხურა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით.