საქართველოს პარლამენტის 2009 წლის რიგგარეშე
სესიის 10 აგვისტოს პლენარული სხდომის
ო ქ მ ი N 65
სხდომა დაიწყო – 1210 სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – გიორგი წერეთელი.
სხდომას ესწრებოდნენ _ ნ.ფრუიძე (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე), მ.კოპალეიშვილი (განათლების მინისტრის მოადგილე).
რეგისტრაცია გაიარა – 92 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
დღის წესრიგთან დაკავშირებით გამოვიდა ო.თოიძე (ითხოვა კანონპროექტის «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე პაკეტის III მოსმენით დღის წესრიგში დამატება)
ხელის აწევით, დამატების გათვალისწინებით დამტკიცდა დღის წესრიგი.
განცხადებებით გამოვიდნენ: დ.დარჩიაშვილი (აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ტელეარხ «კავვკასიის» ეთერით გასული ნ.ლეჟავას საავტორო გადაცემის თაობაზე), პ.დავითაია (კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბულობის შესახებ), ჯ.ბაღათურია (პრეზიდენტის შეთავაზების შესახებ უშიშროების საბჭოს მუშაობაში ოპოზიციის მონაწილეობის თაობაზე), კ.ხაბაზი (კომენტარი ჯ.ბაღათურიას გამოსვლასთან დაკავშირებით), ნ.წიკლაური (კავკასიის ქვეყნების პარლამენტებთან ურთიერთობის ჯგუფის შექმნის, ასევე, ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობის თაობაზე), ხ.ოჩიაური (დეპუტატებს წარმოუდგინა იმ ქვეყნების ჩამონათვალი სადაც, რუსეთის აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა საპროტესტო აქციები).
განცხადებების დასრულების შემდეგ ლ.ვეფხვაძემ III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» დამატების შეტანის შესახებ»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
მ.კოპალეიშვილმა ასევე, III
მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ნ.ფრუიძემ პარლამენტს III მოსმენისათვის, შენიშვნების გათვალისწინებით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
მოსაზრება გამოთქვა გ.გოდაბრელიძემ.
ნ.ფრუიძემ ასევე, III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «რეკლამის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ვეტერინარიის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» და «სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 99 პარლამენტის წევრი, კვორუმი – 76
ხელის აწევით დეპუტატებმა თანხმობა განაცხადეს კენჭისყრების ჩატარებაზე.
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» დამატების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 94
კვორუმი _ 69
წინააღმდეგი _ 1
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
III მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 84
კვორუმი _ 51
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 77
კვორუმი _ 51
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «რეკლამის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 78
კვორუმი _ 51
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «ვეტერინარიის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 78
კვორუმი _ 51
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 77
კვორუმი _ 51
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 79
კვორუმი _ 51
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 100 მომხრე – 79
კვორუმი _ 51
წინააღმდეგი _ 1
რიგგარეშე სესიის ბოლო სხდომა დასრულდა საქართველოს ჰიმნით.
რიგგარეშე სესია დახურულად გამოცხადდა.