საქართველოს პარლამენტის 2009 წლის საშემოდგომო

 

   სესიის  22 სექტემბრის პლენარული სხდომის

 

 

N 68

 

 

    სხდომა დაიწყო – 1120 სთ.

   

     სხდომას თავმჯდომარეობდა მიხეილ მაჭავარიანი.  

სხდომას ესწრებოდნენ  _            .ღვალაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), .ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), .ძაგნიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე), .გვინდაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე).

 

            რეგისტრაცია გაიარა – 78 პარლამენტის წევრმა,     კვორუმი – 76

 

დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.

ხელის აწევით დამტკიცდა დღის წესრიგი.

 

განცხადებებით გამოვიდნენ: .ლორთქიფანიძე (პოლიციელის, გივი აფციაურის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რატი რეხვიაშვილის შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით, შეწყალების საეჭვო პროცედურით გათავისუფლების თაობაზე), .ბაღათურია (მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასევე, საარსებო მინიმუმის გაზრდა და ყველა დაღუპული პოლიციელის ოჯახისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა), .თარგამაძე (დაინტერესდა, როგორ მოხდა დამნაშავის შეწყალება, რომელმაც იმსხვერპლა სამართალდამცავი, ასევე, გაეროში დაგეგმილი, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის და აშშ- პოლიტიკის თაობაზე საქართველოსთან მიმართებაში), .ვეფხვაძე (პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნისა და ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევის თაობაზე), .ზოდელავა (შეწყალებული მსჟავრდებულის მიერ პოლიციელის მკვლელობის თაობაზე), .ბაღათურია (პროცედურაზე), .გაბაშვილი (კომენტარები წინა გამომსვლელების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე), .ახვლედიანი (კვლავ, საგამოძიებო კომისიის შექმნისა და ფეხბურთის ფედერაციაში შექმნილ მძიმე ვითარების თაობაზე), .ცაგარეიშვილი (მომავალში შეწყალების პროცედურის გადახედვის თაობაზე), .კუბლაშვილი (განმარტება), .ცისკარიშვილი (კომენტარი ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე)

 განცხადებების დასრულების შემდეგ .გოგორიშვილმა პარლამენტს I მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ»

შეკითხვები არ დასმულა.

 

.ბუცხრიკიძემ წარმოადგინა საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა.

შეკითხვები არ დასმულა.

ფრაქციის სახელით სიტყვით გამოვიდა .ჩახვაძე.

დასკვნითი სიტყვით გამობრძანდა კომისიის თავმჯდომარე .ბუცხრიკიძე.

 

.კუბლაშვილმა I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტი «საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

 

.კუბლაშვილმა III მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»

ფრაქციის სახელით გამოვიდა .ვეფხვაძე.

 

.ხუროშვილმა II მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

 

.ღვალაძემ ასევე, II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»

მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: .ცაგარეიშვილმა, .ვეფხვაძემ, .ბაღათურიამ.

თანამოხსენებით გამოვიდა .მელიქიშვილი.

მოსაზრება გამოთქვა .ლეჟავამ.

ცალკეული დეპუტატებიდან სიტყვით გამოვიდა .ბაღათურია.

 

.ღვალაძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»

შეკითხვები არ დასმულა.

მანვე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

 

.გვინდაძემ II მოსმენით, პუნქტობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

 

.ძაგნიძემ პარლამენტს II მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი «საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ»

მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: .ცაგარეიშვილმა, .ვეფხვაძემ, .ახვლედიანმა.

მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.

ცალკეული დეპუტატებიდან სიტყვით გამოვიდა .ბაღათურია.

ფრაქციის სახელით გამოვიდა .ვეფხვაძე.

უმცირესობის სახელით .ახვლედიანი.

უმრავლესობის სახელით გამოვიდნენ .ბობოხიძე და .კუბლაშვილი (დროის გაყოფის პრინციპით).

 

 

             ამით დილის სხდომა დასრულდა.

 

 

 

                    სხდომა განახლდა 1605 საათზე.

 

სხდომას თავმჯდომარეობდაგიორგი წერეთელი, მიხეილ მაჭავარიანი.

 

სხდომას ესწრებოდნენ              .ხუროშვილი, .ძაგნიძე, .ქადაგიძე (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი)

 

.ძაგნიძემ II მოსმენისათვის გამოიტანა აქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი «საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ»

მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს .ახვლედიანმა და .ბაღათურიამ.

მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.

დაზუსტებისათვის გამოვიდა .ბაღათურია.

ცალკეული დეპუტატებიდან სიტყვით გამოვიდა .ბაღათურია.

ფრაქციის სახელით გამოვიდნენ .ახვლედიანი და .კუბლაშვილი.

მთავრობის სახელით განმარტებით გამოვიდა .ხუროშვილი.

.ბაღათურია (პროცედურა), .ხუროშვილი (დაზუსტება)

 

.ზოდელავამ პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ»

შენიშვნა გამოთქვა .ბუცხრიკიძემ.

 

.ზოდელავამ ასევე, III მოსმენისათვის წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «დაზღვევის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების _ საკრედიტო კავშირების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ», «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» და «არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»

რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა .ქადაგიძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტს და პირადად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

 

.ხუროშვილმა III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ»

მოსაზრებით გამოვიდა .ბაღათურია.

.ხუროშვილმა ასევე, III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ»

რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

კანონპროექტების განხილვის დასრულების შემდეგ .კუბლაშვილმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

შეკითხვები არ დასმულა.

 

.თოდრაძემ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

შეკითხვები არ დასმულა.

 

.ბობოხიძემ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2008 წლის საშემოდგომო და 2009 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული მუშაობის ანგარიში

შეკითხვები არ დასმულა.

 

.ასანიძემ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის მიერ 2008 – 2009 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში

შეკითხვები არ დასმულა.

 

.თორდიამ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

შეკითხვები არ დასმულა.

 

კენჭისყრების წინ ჩატარდა რეგისტრაცია – 99,  კვორუმი – 76

 

ხელის აწევით დარბაზმა თანხმობა განაცხადა კენჭისყრების ჩატარებაზე.

 

კენჭი ეყარა შემდეგ საკითხებს:

 

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე

 

         რეგისტრაცია – 102                           მომხრე – 83

            კვორუმი – 52                       წინააღმდეგი _ 0  __________________________________________________________________________

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ»

           

        რეგისტრაცია – 105                           მომხრე – 93

            კვორუმი – 53                       წინააღმდეგი _ 1  __________________________________________________________________________

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

        

K      რეგისტრაცია – 106                            მომხრე – 96

            კვორუმი – 69                       წინააღმდეგი _ 0 

 

საქართველოს კანონის პროექტი «საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

           

        რეგისტრაცია – 106                           მომხრე – 93

            კვორუმი – 54                       წინააღმდეგი _ 0  __________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა

      

        რეგისტრაცია – 106                           მომხრე – 94

            კვორუმი – 54                       წინააღმდეგი _ 0  __________________________________________________________________________

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ» I მოსმენა

         რეგისტრაცია – 106                           მომხრე – 98

            კვორუმი – 54                       წინააღმდეგი _ 1  __________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტი «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»          II მოსმენა

         რეგისტრაცია – 110                           მომხრე – 90

            კვორუმი – 56                       წინააღმდეგი _ 0  ___________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტი «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა

        

         რეგისტრაცია – 111                            მომხრე – 98

            კვორუმი – 56                       წინააღმდეგი _ 0  __________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა

        

         რეგისტრაცია – 111                           მომხრე – 100

            კვორუმი – 56                       წინააღმდეგი _ 0 

 

საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

            

       რეგისტრაცია – 111                           მომხრე – 96

            კვორუმი – 56                       წინააღმდეგი _ 0 

 

საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

        

        რეგისტრაცია – 111                           მომხრე – 98

            კვორუმი – 56                       წინააღმდეგი _ 0 

 

საქართველოს კანონის პროექტი «თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

          

         რეგისტრაცია – 111                           მომხრე – 101

            კვორუმი – 56                       წინააღმდეგი _ 1 

__________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»      II მოსმენა

        რეგისტრაცია – 111                           მომხრე – 98

            კვორუმი – 56                       წინააღმდეგი _ 0 

__________________________________________________________________________

რეგლამენტის 2211 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ცნობად იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის წინ ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა

       მომხრე – 104                   წინააღმდეგი - 1

 

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი «საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ» II მოსმენა

      

        რეგისტრაცია – 111                           მომხრე – 104

            კვორუმი – 100                       წინააღმდეგი _ 0 

 __________________________________________________________________________

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი «საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ» II მოსმენა

      

        რეგისტრაცია – 111                           მომხრე – 101

            კვორუმი – 100                       წინააღმდეგი _ 3 

 

 

 

 

                         სხდომა დასრულდა.

 

­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­