საქართველოს პარლამენტის 2009 წლის რიგგარეშე

 

სესიის 7 აგვისტოს პლენარული სხდომის

 

 

  N64

 

 

    სხდომა დაიწყო – 1405 სთ.

   

     სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ბაქრაძე, მიხეილ მაჭავარიანი.  

სხდომას ესწრებოდნენ  _           

 

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი. მან აღნიშნა, რომ სხდომა ეძღვნება 2008 წლის რუსული აგრესიის წლისთავს და რომ, ყველას მიეცემა სიტყვით გამოსვლის საშუალება.

 

დარბაზმა ფეხზე ადგომით და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ერთი წლის წინ რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

 

სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა მიხეილ მაჭავარიანმა.

 

პირველი, სიტყვით გამობრძანდა პარლამენტის თავმჯდომარე.  მისი თქმით ეს არის თარიღი, რომელმაც ყოველი ქართველი საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა ჩააფიქროს. შარშან აგვისტოში ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახეთ მსოფლიოს, რომ ვართ დიდი ერი. ერის სიდიდეს არ განსაზღვრავს მისი რაოდენობა და ტერიტორიები. ერის სიდიდეს განსაზღვრავს მისი უნარი კრიტიკულ სიტუაციაში გაერთიანდეს და გადაარჩინოს საკუთარი სამშობლო. ასე გაუძლო საქართველომ ათასწლეულებს. მან თქვა, რომ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ჩვენ არავის არფერს არ ვედავებით და არც ვართმევთ. ჩვენი სამშობლო ჩვენი სხეულის ნაწილია, აფხაზები და ოსები საქართველოს ნაწილია და ჩვენ გვყავს საერთო მტერი. ეს მტერი არის რუსეთი.  

 

სხდომის თავმჯდომარეობა კვლავ გააგრძელა დავით ბაქრაძემ.

 

თავმჯდომარის შემდეგ აღნიშნულ თემაზე სიტყვით გამოვიდნენ: .დავითაია, .წიკლაური, .ბაღათურია, .მელიქიშვილი, .ვეფხვაძე, .კანდელაკი, .თორთლაძე, .გაბაშვილი, .ახვლედიანი, .ჩახვაძე, .ცისკარიშვილი.

დროის უქონლობის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ ბოდიში მოუხადა დარჩენილ სიტყვით გამოსვლის მსურველებს.

 

ჩატარდა რეგისტრაცია – 102 ..         კვორუმი -76

 

.ვეფხვაძემ II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა დღის წესრიგის ერთადერთი განსახილველი საკითხი, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» დამატების შეტანის შესახებ»     

შეკითხვები არ დასმულა.

 

კენჭი ეყარა განხილულ საკითხს:

 

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» დამატების შეტანის შესახებ»      II მოსმენა

 

       რეგისტრაცია – 105                           მომხრე – 100

            კვორუმი – 69                      წინააღმდეგი _ 0

 

            

კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა საპატივცემულოდ პარლამენტის შენობის წინ გამართულ დუმილის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.    

 

 

                     სხდომა დასრულდა.