საქართველოს პარლამენტის 2009 წლის საშემოდგომო
სესიის 22 ოქტომბრის პლენარული სხდომის
ო ქ მ ი N73
სხდომა დაიწყო – 1115 სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – მიხეილ მაჭავარიანი.
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ი.ღვალაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), პ.პეტრიაშვილი (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე), დ.ძაგნიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე), ლ.გოცირიძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე), გ.მამაცაშვილი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე)
სხდომა გაიხსნა განცხადებებით: ე.კვერნაძე («თავისუფლების ინსტიტუტის» წარმომადგენლის, თეა თუთბერიძის მიერ პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელების თაობაზე), ნ.ლალიაშვილი (მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ქართული ბიზნესის, კერძოდ «ქართული ავიახაზების» ინტერესების დაცვა), მ.ანიკაშვილი (205-ე საჯარო სკოლის შენობაში და უზნაძის ქუჩის ¹70-ში მცხოვრები ლტოლვილების პრობლემების თაობაზე), გ.თარგამაძე (თ.თუთბერიძის მიერ გაკეთებული უხამსი განცხადებების თაობაზე და ასევე, ქართული ავიახაზების პრობლემებზე), ჯ.ბაღათურია («ბლოკჯორჯიას» არშემდგარი პროექტის, თ.თუთბერიძის გამონათქვამების და სოციალური გადასახადების ჩამოწერის და გაყინვის თაობაზე), გ.წერეთელი (კვლავ თ.თუთბერიძის თაობაზე, ასევე პენსიონერების პრობლემების მოგვარების შესახებ), ზ.მელიქიშვილი (მოუწოდა «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს პატრიარქის მიერ შემოთავაზებულ «სრულიად ქართველთა ერთობის ტრაქტატზე» ხელის მოწერისაკენ).
განცხადებების დასრულების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 78
დღის წესრიგთან დაკავშირებით, ზოგიერთი საკითხის დამატების თხოვნით გამოვიდნენ: ლ.თორდია, ჯ.ბაღათურია, გ.ხუროშვილი, თ.წურწუმია, პ.კუბლაშვილი.
ხელის აწევით, ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცდა დღის წესრიგი.
მ.მაჭავარიანი (კომენტარი ზემოთ აღნიშნული გამომსვლელების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე).
დ.ძაგნიძემ პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სურსათისა და თამბაქოს შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ», «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე», «მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე», «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს «წითელი ნუსხისა» და «წითელი წიგნის» შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე».
შენიშვნები არ გამოთქმულა.
პ.პეტრიაშვილმა III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» და «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
გ.ხუროშვილმა III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ლ.გოცირიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა გ.თარგამაძემ.
ლ.გოცირიძემ ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი «საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე» ერთი მოსმენით.
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა გ.გოდაბრელიძემ.
ი.ღვალაძემ II მოსმენით, პუნქტობრივი განხილვით, შენიშვნების გათვალისწინებით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
გ.მამაცაშვილმა I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ბ.ბუცხრიკიძემ.
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა და ასევე, თავისი მოსაზრება გამოთქვა სხდომის თავმჯდომარემ.
გ.გოდაბრელიძემ II მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ა.მინაშვილმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ» საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 10 ოქტომბრის ¹340-IIს დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე». მან პარლამენტს გააცნო საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის შემადგენლობა.
ლ.თორდიამ III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლ;ილების შეტანის თაობაზე», «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
ლ.თორდიამ პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
კ.ანჯაფარიძემ ასევე, III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
მანვე III მოსმენით გამოიტანა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», საქართველოს კანონის პროექტი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე», «შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
თ.წურწუმიამ II მოსმენით, შენიშვნების გათვალისწინებით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
მანვე წარმოადგინა II მოსმენით გამომდინარე კანონპროექტი «საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ჯ.ბაღათურიამ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ»
დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1605 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა – მიხეილ მაჭავარიანი.
სხდომას ესწრებოდნენ – ა.ხეთაგური (ენერგეტიკის მინისტრი), გ.ხაჩიძე (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი), გ.მამაცაშვილი.
სხდომა განახლდა «სამთავრობო საათით».
საპარლამენტო ფრაქცია «ქრისტიან-დემოკრატებმა» საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს სექტემბერში მიმართეს წერილობითი შეკითხვებით, რომელიც გამოიხატებოდა შემდეგში:
1) კომპანია «ენერგოპროს» ხელშეკრულებები: ინდივიდუალური გამრიცხველიანების ვადები, ინვესტიციის ვალდებულება, მომხმარებელთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური ტარიფი, რაც ასახულია ხელშეკრულებაში;
2) კომპანია «ყაზტრანსგაზში» არსებული მდგომარეობა;
3) მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების და მაგისტრალური გაზსადენების უსაფრთხოების გარანტიები.
პარლამენტმა დასმულ კითხვებზე მოისმინა ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ვრცელი მოხსენება, რის შემდეგაც დაზუსტებისთვის მას შეკითხვებით მიმართეს: მ.ანიკაშვილმა, ე.კვერნაძემ, ჯ.ბაღათურიამ, გ.გოდაბრელიძემ, კ.კუკულავამ, ზ.მელიქიშვილმა, ნ.აბულაშვილმა, ნ.ლალიაშვილმა, ნ.მესაბლიშვილმა, გ.ცაგარეიშვილმა, ო.ხინიკაძემ.
მინისტრმა დააზუსტა პასუხები.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გიორგი წერეთელმა.
«სამთავრობო საათზე» ასევე, ფრაქცია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოწვევით მობრძანდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი ხაჩიძე, რომელმაც უპასუხა ფრაქციის მიერ დასმულ წერილობით შეკითხვებს:
1) ზამთრის მოახლოებასთან ერთად ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია შეშით მომარაგების საკითხი. ამ მიმართულებით რა სახის ღონისძიებები გაატარა და რას გეგმავს სამინისტრო?
2) რა სახის ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდა მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში. გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რეგიონებისა და რაიონების მიხედვით. ასევე, წარმოგვიდგინოთ მიმდინარე და მომავალი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოები.
3) რა სახის ღონისძიებებს მიმართავს სამინისტრო აღმოსავლეთ საქართველოში გამრავლებული სარეველა მცენარის, ამბროზიასაგან გამოწვეული გართულებების დასაძლევად?
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიორგი ხაჩიძემ ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა მიხეილ მაჭავარიანმა.
მინისტრს შეკითხვებით, დაზუსტებისათვის მიმართეს: ბ.ბუცხრიკიძემ, რ.მაისურაძემ, ნ.ლალიაშვილმა, გ.თარგამაძემ, მ.ანიკაშვილმა, გ.ცაგარეიშვილმა, ჯ.ბაღათურიამ, ნ.აბუაშვილმა, ა.ბობოხიძე (განმარტება).
გ.ხაჩიძემ დააზუსტა პასუხები.
«სამთავრობო საათი» დამთავრდა. კენჭისყრის პროცედურების დაწყებამდე გამოცხადდა ათწუთიანი შესვენება.
შესვენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 85, კვორუმი – 76
კენჭი ეყარა შემდეგ საკითხებს:
«ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის პროექტის 22-ე და 25-ე მუხლები; II მოსმენა
რეგისტრაცია – 85 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ნორმატიული აქტების შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 88 მომხრე – 82
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «აუდიტორული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 92 მომხრე – 82
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 84
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 81
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ»
III მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 83
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სადაზვერვო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 81
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
«ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის პროექტის 2-ე მუხლი; II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 87
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 83
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ» საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 10 ოქტომბრის ¹340-IIს დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე»
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 82
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ»
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 83
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
კენჭისყრების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ დაასახელა იმ პარლამენტის წევრების გვარები, რომელთაც ოქტომბერში სხდომებზე დაუსწრებლობის გამო მოუწევთ ხელფასის დაქვითვა.
სხდომა დასრულდა.