საქართველოს პარლამენტის 2009 წლის რიგგარეშე
სესიის 20 ივლისის პლენარული სხდომის
(პოლიტიკური დებატები)
ო ქ მ ი N 60
სხდომა დაიწყო 2020 სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა მიხეილ მაჭავარიანი, დავით ბაქრაძე.
სხდომას ესწრებოდნენ _
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქარ- თველოს მთავრობის წევრები, სახელმწიფო მინისტრები, გუბერნატორები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კ.კუბლაშვილი, სანდრა რულოვსი, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანე- ლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
რეგისტრაცია გაიარა 114 პარლამენტის წევრმა, კვორუმი 76
სხდომა გახსნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა. მან საქართველოს პრეზიდენტის მოსვლამდე პარლამენტის წევრებს შეახსენა, რომ პოლიტიკური დებატები იმართება ოპოზიციური უმცირესობის მოთხოვნით. ასევე, განუმარტა დეპუტატებს პოლიტიკური დებატების ყველა ნიუანსი პარლამენტის რეგლამენტის XIX თავის 138-ე მუხლით განსაზღვრული და რომ, სხდომა გაგრძელდება დღის წესრიგის ამოწურვამდე.
მანდატურთუხუცესმა დარბაზს აუწყა საქართველოს პრეზიდენტის მობრძანება.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა დავით ბაქრაძემ. იგი მიესალმა კოლეგებს, დამსწრე საზოგადოებას და სიტყვა გადასცა საქართველოს პრეზიდენტს.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს და სრულიად საქართველოს გააცნო ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა და პრიორიტეტები.
მან ვრცლად ისაუბრა ოპოზიციურ ძალებთან დიალოგის და თანამშრომლობის აუცილებლობაზე, ოპოზიციისათვის შეთავაზებულ კონკრეტულ ინიციატივებზე, თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებზე, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებაზე, საკონსტიტუციო რეფორმებზე, სასამართლო რეფორმის და მოსამართლის უფლებების გაზრდაზე, ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის არსებობის აუცილებლობაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესში შესატან ცვლილებებზე, ქ.ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად გადაქცევის გეგმებზე, დიდი სახალხო დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე და სხვა. მან ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციას შესთავაზა საპარლამენტო მანდატების დაბრუნება. პრეზიდენტის სიტყვის დსრულების შემდეგ გამოცხადდა 15-წუთიანი შესვენება.
შესვენების შემდეგ შეკითხვებით და მოსაზრებებით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, პ.მამრაძე, ა.მინაშვილი, გ.არსენიშვილი, მ.ანიკაშვილი, გ.ჩახვაძე, ნ.წიკლაური, პ.კუბლაშვილი.
გამოცხადდა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-სპიკერები: პ.დავითაია, ლ.ვეფხვაძე, გ.წერეთელი.
ფრაქციის სახელით გამოვიდნენ: გ.ახვლედიანი, გ.თორთლაძე, პ.ცისკარიშვილი.
უმცირესობის სახელით გამოვიდა გ.თარგამაძე.
უმრავლესობის სახელით გ.გაბაშვილი.
შემაჯამებელი სიტყვით გამობრძანდა საქართველოს პრეზიდენტი.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას საინტერესო დებატებისათვის.
სხდომა დასრულდა.
ญญญญญญญญญญญญญญญญญญญญญ