საქართველოს პარლამენტის 2009 წლის რიგგარეშე  

 

სესიის 23 ივლისის პლენარული სხდომის

 

    (ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ

ბაიდენის ვიზიტი საქართველოში)

 

  N61

 

 

 

 

 

    სხდომა დაიწყო – 1600 სთ.

   

     სხდომას თავმჯდომარეობდა –  მიხეილ მაჭავარიანი, დავით ბაქრაძე.   

სხდომას ესწრებოდნენ  _         საქართველოს   პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის წევრები, სახელმწიფო მინისტრები, გუბერნატორები, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი ამერიკაში ბათუ ქუთელია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.  

 

     რეგისტრაცია გაიარა – 118 პარლამენტის წევრმა,     კვორუმი – 76

სხდომა გახსნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა. მან დეპუტატებს გააცნო პარლამენტის რეგლამენტის 225- მუხლის მიხედვით მაღალი რანგის სტუმრების მიღების პროცედურა.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს დარბაზში შემოუძღვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დავით ბაქრაძე მიესალმა პარლამენტის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია არა მხოლოდ იმით, რომ საქართველოს პარლამენტში ეწვია ვიცე-პრეზიდენტი იმ სახელმწიფოსი, რომელიც თავისუფალი სამყაროს ფლაგმანია და რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, არამედ იმითაც, რომ ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია მსოფლიოში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ძვირფასი სტუმარი ტრიბუნასთან მიიწვია.

ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა იყო ვრცელი და ემოციური. მან ისაუბრა არა მარტო თავისი, არამედ ამერიკის პრეზიდენტის და თავისი ქვეყნის სახელით. მან თავისი სიტყვა დაასრულა ფრაზით – ამერიკა არის თქვენს გვერდით და ვიდგებით ბოლომდე, როგორც თქვენი გარანტი.

                სხდომა დახურა მიხეილ მაჭავარიანმა.

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                             

 

ญญญญญญญญญญญญญญญญญญญญญ